გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საპროტესტო აქცია ოზურგეთში

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 18 ივლისი 2020

ოზურგეთის მოსახლეობა შეიკრიბა დღეს ქალაქ ოზურგეთში ყოფილი მანქანათმშენებლობის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილება გააპროტესტა.

აღნიშნული გადაწყვეტილებით, სამინისტრომ ამ ტერიტორიაზე მეორადი ნედლეულიდან -ნარჩენებიდან - ფერადი ლითონების წარმოების საწარმოს ექსპლოატაციის პროექტზე სკოპინგის დასკვნა გასცა.

მოსახლეობა ალუმინის ნარჩეების საწარმოს ამ ტერიტორიაზე აშენების კატეგორიული წინააღმდეგია და აცხადებენ რომ ამას არ დაუშვებენ.

განსაკუთრებული პროტესტი გამოიწვია სამინისტროს იმ გადაწყვეტილებამ რომ ადმინისტრაციული წარმოება მოხდება საჯარო განხილვის გარეშე და მოსახლეობა მასში მხოლოდ წერილობით მიიღებს მონაწილეობას.

ადგილობრივების განცხადებით, თუ მთავრობა გადაწყვეტილებას არ შეცვლის მასშტაბურ აქციებს გამართავენ და ყველა ზომებს მიიღებენ რომ ფერადი ლითონების ნარჩენების ქარხანა ამ ტერიტორიაზე არ აშენდეს.

 

ადგილობრივი მაცხოვრებლები მიიჩნევენ, რომ მეორადი ფერადი ლითონების ქარხნის გახსნის შემთხვევაში აქ ცხოვრება შეუძლებელი იქნება, რადგან ფერადი ლითონების გადამუშავება საფრთხეს შეუქმნის მოსახლეობის ჯანმრთელობას.

"თუ ჩვენ მოთხოვნას არ გაითვალისწინებენ, თუ ჩვენ მოთხოვნას არ გაითვალისწინებენ,  მევიტან დიდ ფიცრებს დავჭედავთ და დავჯდებით მთელი აი ტერიტორია  მაცხოვრებლები ყველა, დიდვანი ტრუბებით დავცხებთ თავში, ვინცხამ უნდა იმან დამიჭიროს სიკვდილს დაჭერა მაინც ჯობია, ციხეში მაინც ვიქნებით, არავის არ  გვეკითხება ჩვენ, რამოდენიჯემერ ჩუმად აძრობენ მერე გავიგებთ და მოვიყრით თავს ასე, ხოდა არაფერი რეაგირება არ არის, არ ხდება რეგაირება, გვიან ვგებულობთ ჩვენ, მთავრობა რა ვიცით ერთი კი არა ორი დეპუტატია ახლა აქ ტერიტორიაზე და მაგენმაც ხომ უნდა გაითვალისწინოს რამე, ჩვენი გაჭირვება აბა რატოა ჩვენი დეპუტატი, ხო უნდა გაიგოს ჩვენი   ჭირი და ლხინი. 

დაგვაყენონ, ან დახურონ, ვინც იყიდა იმან გახსნას რაც გუუხარდება სხვა რამე, ხალხს რაც ავნებს, მომავალი თაობას ამოწყვეტს, ისეთ რამეს ნუ გააკეთებენ მე ამ ქარხანში ვმუშაობდი 24 წელი და ალუმინი არ გადაგვიდნია, ვაკეთებდით დანადგარებს და ჩვენ ქვეყანასაც და სხვა ქვეყანასაც რაც აწყობდა ისეთ რამეებს, ეხლა ისეთ რამეებს აკეთებენ რო ქვეყანა უნდა გადაშენდეს."- აცხადებს ჩვენთან საუბარში, ადგილობრივი, ქალბატონი ციური.

"აქ ამ ქარხანამ მუშაობა ვერ  უნდა დაიწყოს აქ მოძრაობა არ შეიძლება ეს არი სისხლძარღვების მოწამვლა, ჩვენ ვზრდით შვილებს შვილიშვილებს მე 83 წლის ქალი ვარ, კი ვარ, მაგრამ გვეზრდება მომავალი თაობები,  აქ ხორცი არ იჭმევა ბავშვები ვერ ითამაშებს ჰაერი მოწამლულია, თუ ეს ნებართვით არ იქნება მაშინ ძალადობაზე გადავალთ, რომელმა მინსიტრმაც მოაწერა ხელი კეთილი ინებოს და ჩამოვიდეს და იცხოვროს, მე მივცემ საცხოვრებელს გეისინჯოს მერე სისხლი და ნახოს რა არის  იმის სისხლში მერე."- ამბობს აქციის მონაწილე, ცისანა ჩანტლაძე.

"იქნებოდა   ღამის 12 საათი, როდესაც ადგილობრივები დაგვიკავშირდნენ, გვთხოვენ მოგვეხდინა რეაგირება, რადგან ადგილობრივი ხელისუფლება  არა თუ რეაგირებას ახდენს, არამედ , პირიქით, ჩართულია კორუფციაში  და ქვა-ღირღის უკანონო  მოპოვებაში. და სწორედ,  ამას ჰქონდა ადგილი წუხელ ღამესაც. უკანონოდ მოიპოვებდნენ ქვა-ღორღს  და რაც ყველაზე საინტერესო ფაქტია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია, თითქოს,  ებრძვის ქვა-ღორღის მოპოვებას, მაგრამ რეალურად  ებრძვის იმ კლანებს ვინც მისთვის მიუღებელია და ებრძვის იმ ადამიანებს, ვისაც მასთან ფული  არ მიაქვს. თუმცა, ის ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობს იმ ჯგუფთან, ვისთანაც მას შეუძლია ფულის კეთება. ასეთი არის, გარემოს დაცვის სამსახურის უფროსი, ბატონი ვალერიანი.  ეს ორი ადამიანი შეთავსებულად  მოქმედებენ და ჩადიან დანაშაულს. პრაქტიკლად კორუფციის ჭაობში არიან ჩაფლულები და  კორუფციის ჭაობის მიზეზი არის, რასაც ჩვენ დღეს აქ ვხედავთ. გადათხრილია პრაქტიკულად ოზურგეთის და გურიის მდინარეები და გამოუსწორებელი ზიანი ადგება, გურიის უნიკალურ ბუნებას.  აქ როცა მოვედით  ჩვენ დაგვხვდა ტექნიკა ჩვეულებრივად მუშაობდა.  შემოსასვლელში იდგა  სუსის წარმომადგენელი.   მას შემდეგ  რაც, ჩვენ ადგილზე მივედით,  ამ ტექნიკამ შუქები ჩააქრო , შეწყვიტა მუშაობა, დაიძრა და წავიდა. არც მივსულვართ ტექნიკამდე. ეს რა თქმა უნდა ბადებს გონივრულ ეჭვს, რომ  ეს არის ძალიან დიდი ჯაჭვი, რომლებიც  გადაბმული და გადაჯაჭვული არიან ერთმანეთზე."- გვიყვება ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი დავით მჟავანაძე.

"ჩვენ ვიმყოფებით  ოზურგეთში, თაყაიშვილის ქუჩაზე, სადაც უნდა აშენდეს  ასეთი პროექტია --- „ალუმინის გამოსადნობი ქიმიური საწარმო“.  აქ არის მჭიდრო დასახლება.  არ შეიძლება ჰაერის დაბინძურება, აქ არის მდ.აჭის აუზი, მაგრამ ყველაზე მთავარი პრობლემა, რასაც  აპროტესტებს  ხალხი და ჩვენ არასამთავროები,  არის ის, რომ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა  ამ პროექტზე სკოპინგის დასკვნა მიიღო, მოსახლეობის ჩართულობის გარეშე. მოსახლეობა არ იყო ინფორმირებული ამის შესახებ და მეორე ეტაპი არის უკვე გეზეშე  დარჩენილი.  ეს არის კანონდარღვევა. ტყუილად აქვთ მიზეზად აღებული,  პანდემიის  პერიოდი  იყოო. ყველა ყველასთან დადის  და შეხვედრა შეიძლებოდა. ამიტომ, ჩვენ არასამთავროები მივცემთ ამ საქმეს მსვლელობას, ჩავაბარებთ ამას „საიას“  და  აუცილებლად გავაპროტესტებთ,  მინისტრის  ამ ბრძანებას. აქ ამ  ადგილზე ამ წარმოების აშენება არ შეიძლება. მოძებნეთ სხვა ალტერნატიული ადგილი აუცილებლად."- ამბობს ჩვენთან საუბარში ირმა გორდელაძე. გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „ეკო“-ს თავმჯდომარე.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია