გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

7 დასახელების რძის პროდუქტი, რომელშიც მცენარეული ცხიმი გამოვლინდა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 20 ივლისი 2020

რძესა და რძის ნაწარმში ცხიმის შემცველობის დადგენის მიზნით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სხვადასხვა სავაჭრო ობიექტიდან 34 ნიმუში აიღო და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოიკვლია (სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია).

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, ლაბორატორიული კვლევის შედეგად 7 შემთხვევაში დარღვევა გამოვლინდა.

მათივე ინფორმაციით, პროდუქტები რძის ცხიმის გარდა შეიცავდა სხვა, მათ შორის, მცენარეულ ცხიმებს.

„დარღვევა გამოვლინდა შემდეგ პროდუქტებში: მაწონი ,,რანინა“ - დამზადების თარიღი 15.06.20; ვარგისიანობის ვადა -03.07.20 (მწარმოებელი შპს ,,რესპუბლიკა“); არაჟანი „რანინა“ - დამზადების თარიღი 15.06.20; ვარგისიანობის ვადა 05.07.20 (მწარმოებელი შპს ,,რესპუბლიკა“) არაჟანი ,,მილკო“ - დამზადების თარიღი 18.06.20; ვარგისიანობის ვადა 04.07.20 (მწარმოებელი შპს ,,რესპუბლიკა“); რძე ,,მალკო 2.5% - დამზადების თარიღი 27.06.20; ვარგისიანობის ვადა 03.07.20 (მწარმოებელი შპს,,რესპუბლიკა“) კარაქი ნაღების 82.5% ,,რანინა“ - დამზადების თარიღი 06.05.20; ვარგისიანობის ვადა 06.08.2020 (მწარმოებელი შპს,,რესპუბლიკა“); არაჟანი ,,ქობულეთური 25%“ - დამზ.თარიღი 24.06.2020; ვარგ. ვადა 07.07.20 (მწარმ. შპს,,მემა კომპანი“) „ყველი ქართული“ - დამზადების თარიღი 10.06.2020; ვარგისიანობის ვადა - 10.08.20 (მწარმეობელი ი/მ “სურენ კირაკოსიანი“)

გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები გაატარა: ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და სურსათის კონკრეტული პარტიების ბაზრიდან გამოთხოვა დაევალათ. აგრეთვე, საწარმოებში განხორციელდა არაგეგმური ინსპექტირება“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია