"ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატები - "დემოკრატიული აუდიტის ცენტრის" ხელმძღვანელი არმაზ ახვლედიანი ამბობს, რომ ივანიშვილმა გონებაშეზღუდულობა გამოიჩინა.
"რა გვითხრა დღეს ივანიშვილმა? გვითხრა, რომ ის არაფრის ცვლილებას არ აპირებს, რომ ის მზადაა, სრული სვლით დაგვაბრუნოს უკან სიბნელეში და ასპარეზზე გამოიყვანა, როგორც წესი, ამ მოცემულობიდან უმრავლესობა, მისი პირადად ყურმოჭრილი მონა და გვითხრა, რომ ნებისმიერი გზით, ნებისმიერი ხერხით გადაგვიგრიხავს ხელს და გაიმარჯვებს. რა უნდა ვუპასუხოთ ივანიშვილს? უნდა ვუთხრათ, რომ დავტოვებთ გაღიმებულს", - განაცხადა ახვლედიანმა.