სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

‘ასეთი სტუმარ-მასპინძლობა სცოდნიათ ასპინძელ ჩინოვნიკებს’ - რატომ ვერ ჩაწერა გადაცემა გიორგი უშიკიშვილმა

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 20 ივლისი 2020
‘ასეთი სტუმარ-მასპინძლობა სცოდნიათ ასპინძელ ჩინოვნიკებს’ - რატომ ვერ ჩაწერა გადაცემა გიორგი უშიკიშვილმა მთავარი → სიახლე, პოლიტიკა, საზოგადოება 20.07.2020 ასპინძის ფოლკლორული ანსამბლ „წუნდას“ ჩასაწერად ჩასულ გიორგი უშიკიშვილს ანსამბლის წევრებმა უარი უთხრეს. უშიკიშვილი ეჭვობს, რომ ისინი ადგილობრივმა თვითმმართველობამ „დააშინა“ და მასთან ურთიერთობა აუკრძალა. თავად მომღერლები ამბობენ, რომ ჩაწერისთვის მზად არ იყვნენ. დღეს, 20 ივნისს, გიორგი უშიკიშვილმა და გადაცემა „ჩვენებური ევროპის“ სატელევიზიო ჯგუფმა დაგეგმილი გადაცემა, სადაც „წუნდას“ უნდა ემღერა, ვერ ჩაწერა. უშიკიშვილი ამბობს, რომ ანსამბლის ხელმძღვანელობა ჯერ ჩაწერაზე შეუთანხმდა, დანიშნულების ადგილზე, ხერთვისის ციხის ტერიტორიაზეც მივიდნენ, თუმცა ადგილობრივი თვითმმართველობის დავალებით თუ დაშინებით, მათ სიმღერაზე უარი თქვეს:„ჩვენს პროდიუსერთან დარეკა ვინმე ლევან ბერიძემ, რომელიც ითხოვდა ჩვენი ჯგუფის სახელები და გვარები მიგვეწოდებინა - ითხოვდა პასუხს, რატომ არ არის შეთანხმებული ჩვენი მოძრაობა გუბერნატორთან ან ვიცე-გუბერნატორთან და ა.შ. საბოლოოდ, აღმოჩნდა, რომ ფოლკლორული ანსამბლი, რომელიც ფაქტობრივად ჩაცმულები იყვნენ და გამზადებულები, გარკვეული დაშინების ფორმით სახლებში გააგზავნეს და ათქმევინეს ჩემთვის, რომ სიმღერა არ იციან, ვერ მღერიან“, - ამბობს უშიკიშვილი „სამხრეთის კარიბჭესთან“.მისივე თქმით, ჩაწერა ხერთვისის ციხეზე უნდამომხდარიყო და ამის შესახებ ანსამბლის წევრები გაფრთხილებულები იყვნენ, თუმცა მათ აზრი მოულოდნელად შეიცვალეს: „ასპინძელი ჩინოვნიკები პრობლემას ხედავენ იმაში, რომ ჩვენ უნდა გადავიღოთ მათ დაფინანსებაში არსებული ანსამბლები, ამიტომ ეს ანსამბლები დააშინეს, რომ ჩვენთან ურთიერთობა არ ჰქონოდათ. ეს ადამიანები აქ იყვნენ, ჩაცმულები იყვნენ ფაქტობრივად და სახლებში გააგზავნეს. ამდენი წელია დავდივარ საქრთველოში ვიწერ ყველას და მე ასეთი რამე არსად შემხვედრია. ასეთი ტონით და აგრესიით საუბარი ჩემთან და ასეთი რამ, რომ თავად არ შეგიწყონ ხელი, მესხური სიმღერები, რომ ჩავწერო“.ასპინძის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ლევან ბერიძე ადასტურებს, რომ გადაცემის პროდიუსერს ტელეფონით ნამდვილად ესაუბრა. ოღონდ იგი ანსამბლთან დაკავშირებას შეპირდა: „მათმა პროდიუსერმა დამირეკა ჩაწერა გვინდაო, მე ვუთხარი გაგირკვევთ და პასუხს გეტყვით-მეთქი, რომ დავურეკე, ანსამბლის წევრებმა მითხრეს კი, გვქონდა ჩვენ მოფიქრებული, რეპეტიციებს გავდიოდით, მაგრამ შევატყეთ, რომ ვერ ვიმღერებდითო და უარი განაცხადეს. რამდენიმე ხანში მოვემზადებით და ჩვენ თვითონ დავურეკავთ და ჩავეწერებითო“, - ირწმუნება ლევან ბერიძე. მისივე თქმით, სხვა რაიმე პრობლემა უშიკიშვილის ჯგუფთან არ ჰქონია და არც ადგილობრივ თვითმმართველობასთან რაიმე შეთანხმება მოუთხოვია:„რა შეთანხმება, რა სისულელეა, პოპულარიზაციას აკეთებენ ჩვენი კუთხისა, ჩვენი კულტურისა და მაგაზე ხელი როგორ უნდა შეუშალო ქართველმა ადამიანმა?!“, - კითხულობს ბერიძე.გადაღებაზე უარის თქმის მიზეზად ანსამბლ წუნდას ხელმძღვანელი ბექა ზედგინიძე მოუმზადებლობას ასახელებს. მისი თქმით, უშიკიშვილის ჯგუფს ელოდებოდნენ, დღეს რეპეტიციაც გაიარეს, მაგრამ შემდეგ მიხვდნენ, რომ სიმღერა კარგად არ გამოსდიოდათ და უარი თქვეს: „რეპეტიცია ჩავატარეთ და გავუშვი, არ იყვნენ კარგად მომზადებულები. დღეს 2 საათზე უნდა მოსულიყვნენ ჩაწერაზე, ველოდეთ კულტურის სახლში, რომ არ მოვიდნენ წამოვედით. თუ კარგად მომზადებული არ იქნებიან ვერ ჩავწერდით. ციხეზე არ მივსულვართ“, - აამბობს ზედგინიძე.გადაცემა „ჩვენებური ევროპა“ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ დაფინანსებით ტელეკომპანია „მთავარზე“ გადის: - „ეს არის იმის გაგრძელება, რასაც ძალიან დიდი ხანია ვაკეთებთ. ეს არის ადგილზე კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია“, - ამბობს ფოლკლორისტი გიორგი უშიკიშვილი. ფოლკლორული ანსამბლი წუნდა[თაკო ფეიქრიშვილი, ასპინძა]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია