ამერიკელი კონგრესმენის, ადამ კინზინგერის თქმით, დასავლეთის ყურადღება საქართველოში ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზეა ფოკუსირებულია.
კინზინგერმა ხაზი გაუსვა აშშ-სა და საქართველოს მეგობრობას და ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების აუცილებლობას ამ მეგობრობის გაღრმავების პროცესში.
"ჩვენ ფოკუსირებულნი ვართ ოქტომბრის არჩევნებზე, რათა ქართველმა ხალხმა საკუთარი ნების გამოხატვა შეძლოს. რა განცხადებაც არ უნდა გავაკეთო, ყველა მხრიდან ხდება ინტერპრეტაციის საგანი. ამიტომაც ძალიან ვფრთხილობ. ახლა მთავარია ხალხი მივიდეს არჩევნებზე და მე დაინტერესებული ვარ, რომ ეს არჩევნები იყოს თავისუფალი, სამართლიანი და რომ ხალხის ნება აღსრულდეს, რაც იმის საფუძველი იქნება, რომ ამერიკისა და საქართველოს ურთიერთობები გაგრძელდეს, რადგან შეერთებული შტატებისთვის საქართველო ძალიან მნიშვნელოვანია", - განმარტავს კონგრესმენი.