გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მაოცებს ხელისუფლება, მიდიან რუსული სცენარით-გამყრელიძე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 17 დეკემბერი 2018

პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრის, დავით კირკიტაძის დაკავებას, გაერთიანებული ოპოზიციის წარმოამდგენელი, მამუკა გამყრელიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება: 

დათო კირკიტაძე დააკავეს. მაოცებს ხელისუფლება. მიდიან რუსული სცენარით. ტერორი და ქანჩების მოჭერა. ოღონდაც არ ითვალისწინებენ რამდენიმე განსხვავებას:
1. რუსეთს სიმყარის უზარმაზარი რესურსი აქვს ფინანსების სახით. საქართველოში კი მძიმე სოციალური ფონია;
2. პუტინის იმპერიულ რეჟიმს სერიოზული მხარდაჭერა აქვს მოსახლეობაში. ბიძინას რა მხარდაჭერაც აქვს კი ვნახეთ არჩევნებზე;
3. მთავარი განსხვავება ის არის, რომ ბიძინა პუტინი ვერ არის. მას არც ბირთვული იარაღი, არც მილიონიანი არმია და არც გაზი აქვს. რაც გააჩნია ისიც დასავლეთის ბანკებშია, ამიტომ ძალიან მოწყვლადია. როგორც კი გადავა დაუკრეფავში იქ დამთავრდება.
როგორ ეტყობათ, რომ მრჩევლები რუსები ჰყავთ...

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია