სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

‘ახალციხის საკრებულოს 5 დეპუტატს დეკლარაცია არასრულად აქვს შევსებული’ - გამჭვირვალობა

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 23 ივლისი 2020
‘ახალციხის საკრებულოს 5 დეპუტატს დეკლარაცია არასრულად აქვს შევსებული’ - გამჭვირვალობა მთავარი → სიახლე, პოლიტიკა 23.07.2020 ახალციხის საკრებულოს 17 თანამდებობის პირიდან ქონებრივი დეკლარაცია 5 მათგანს არასრულად აქვს შევსებული. მათ შორის ოთხი - კომისიის თავმჯდომარეა, ხოლო ერთი ფრაქციის თავმჯდომარე. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ანგარიშს აქვეყნებს. ვლადიმერ კურტანიძე, ვასილ სისვაძე, ამბარცუმ ბაბოიანი, ბესიკ გოგსაძე და ეკა ტატალაშვილი - ეს ის დეპუტატები არიან, რომლებმაც ქონებრივი დეკლარაცია არასრულად შეავსეს - ამის შესახებ არასამათავრობო ორგანიზაციამ ანგარიში „ახალციხის საკრებულოს საქმიანობის შეფასების“ შესახებ გამოაქვეყნა. მათი ინფორმაციით, დოკუმენტი საკრებულოდან გამოთხოვილ, ახალციხის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე არსებულ ინფორმაციასა და საკუთარ დაკვირვებებს ეფუძნება.აქვე განმარტებულია, რომ კანონმდებლობის მოთხოვნის მიხედვით, პირი თანამდებობაზე დანიშვნიდან ორი თვის ვადაში ვალდებულია სრულყოფილად შეავსოს დეკლარაცია, ასახოს ინფორმაცია საკუთარი და ოჯახის წევრთა ქონებისა და ეკონომიკური ინტერესების შესახებ, სამეწარმეო ორგანიზაციებში არსებული საკუთარი წილები მართვის უფლებით გადასცეს სხვა პირს და თანამდებობაზე დანიშვნიდან 10 დღის ვადაში დატოვოს სამეწარმეო ორგანიზაციის დირექტორის, ხელმძღვანელის პოზიცია.მიუხედავად კანონში დადგენილი ნორმებისა, ორგანიზაციამ აღმოაჩინა, რომ 17 თანამდებობის პირიდან ხუთმა დეპუტატმა საკუთარი საქმიანობის შესახებ სრული ინფორმაცია დეკლარაციაში არ ასახა:ვლადიმერ კურტანიძე - იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედეკლარაციაში არ აქვს მითითებული, რომ მამა გოდერძი კურტანიძე კოოპერატივ „ზეუბნის“ თავმჯდომარეა, დედა თამარ კურტანიძე კი ამავე კოოპერატივის წევრი.ვასილ სისვაძე - ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარევასილ სისვაძე 2014 წლიდან დღემდე ახალციხის საკრებულოში თანამდებობის პირია, თუმცა მხოლოდ 2014 წლის დეკლარაციაში აქვს მითითებული, რომ მისი მეუღლე მარინე ასანიძე შპს „ზღაპარის“ 50% წილის მფლობელი და დირექტორია. აქვე, მას არ აქვს მითითებული, რომ მისი მეუღლე 2011 წლის 23 სექტემბრიდან ინდივიდუალურ მეწარმედ არის რეგისტრირებული.ამბარცუმ ბაბოიანი - განათლების და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარეამბარცუმ ბაბოიანი 2014 წლიდან ახალციხის საკრებულოში თანამდებობის პირია. მისი მეუღლე ასია ბაბოიანი 2013 წლიდან ინდივიდუალურ მეწარმედაა რეგისტრირებული, თუმცა ამბარცუმ ბაბოიანს, ამის შესახებ 2014 წელს შევსებულ დეკლარაციაში მითითებული არ აქვს. მოგვიანებით, 2015 წლის 4 დეკემბერს, დეპუტატის მეუღლემ შპს „ნატ-ელლა ჯგუფი“ დააფუძნა, იგი თავადაა ამ კომპანიის 100% წილის მფლობელი და დირექტორიც, თუმცა ამბარცუმ ბაბოიანს ამის შესახებ მხოლოდ 2015 წლის დეკლარაციაში უწერია, შემდეგ შევსებულ ოთხ დეკლარაციაში კი - არა.ბესიკ გოგსაძე - ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარებესიკ გოგსაძეს დეკლარაციაში არ უწერია, რომ მისი მეუღლე ნინო სუდაძე არის კოოპერატივ „ორცეფის“ გამგეობის წევრი და თავმჯდომარის მოადგილე. ასევე, ბესიკ გოგსაძის დედა, ლამარა გოგსაძე შპს „ქვისარტყელას“ დირექტორი და 100% წილის მფლობელია 2017 წლის იანვრიდან აგვისტომდე, თუმცა გოგსაძეს ამის შესახებ დეკლარაციაში მითითებული არ აქვს.ეკა ტატალაშვილი - ფრაქცია „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“ თავმჯდომარეეკა ტატალაშვილს დეკლარაციაში არ უწერია, რომ მისი შვილი, გიორგი ტატალაშვილი არის ინდივიდუალური მეწარმე.„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებით, თანამდებობის პირთა მიერ დეკლარაციების შევსება გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მნიშვნელოვან მექანიზმს წარმოადგენს, ამასთან, დეკლარაციების არასრულად შევსება კორუფციის საფრთხესაც შეიცავს. ამიტომაც აუცილებელია, რომ თანამდებობის პირებმა დეკლარაცია სრულად შეავსონ.[თაკო ფეიქრიშვილი]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია