შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რამდენს ხარჯავს ახალციხის საკრებულო ავტომობილების შეკეთებასა და საწვავზე

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 23 ივლისი 2020
რამდენს ხარჯავს ახალციხის საკრებულო ავტომობილების შეკეთებასა და საწვავზე მთავარი → სიახლე, საზოგადოება 23.07.2020 2017-2019 წლებში ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საწვავის ხარჯმა 57 615 ლარი შეადგინა. ადგილობრივი ბიუჯეტიდან შესყიდულ საწვავს კი, საკრებულოს ყველა თანამდებობის პირი საკუთარი მანქანისთვის იყენებს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევის მიხედვით, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის გამოყოფილი ორი მანქანით საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილე სარგებლობენ. ეს მანქანებია:● TOYOTA - PRADO - გამოშვების წელი - 2008. შესყიდვის თარიღი - 2010 წელი, ღირებულება - 82 800 ლარი. ● NIVA - VAZ 21214 - გამოშვების წელი - 2006. მანქანა ახალციხის მუნიციპალიტეტს სახელმწიფო რწმუნებულმა (2014 წლის 23 დეკემბრის N64/ო განკარგულებით) გადასცა.სამსახურეობრივი ავტომობილით სარგებლობენ საკრებულოს თავმჯდომარე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე. ადგილობრივი ბიუჯეტიდან შესყიდულ საწვავს კი საკრებულოს ყველა თანამდებობის პირი საკუთარი მანქანებისთვის იყენებენ, გარდა ორისა: ფრაქცია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო-ახალციხეს” თავმჯდომარის მოადგილე ნოდარ ტალახაძე და ფრაქცია “ქართული ოცნება-მწვანეების” თავმჯდომარე თამარ გოგოლაძე. 2017-2019 წლებში მათზე საწვავი არასდროს გაცემულა.ჯამში ახალციხის საკრებულომ 26 535.03 ლიტრი საწვავი გახარჯა, რომლის ღირებულებამაც 57 615.86 ლარი შეადგინა.რაც შეეხება მანქანების შეკეთებას, სამი წლის განმავლობაში ავტომობილების შეკეთებაზე 8 489 ლარი დაიხარჯა.[თაკო ფეიქრიშვილი]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია