გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბათუმის "რვაფეხას" კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 27 ივლისი 2020

ბათუმის "რვაფეხას", იგივე კაფე ფანტაზიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ გაავრცელა.

კაფე ფანტაზია მე-19 საუკუნის 70-იან წლებში აშენდა და დღემდე ბათუმის სავიზიტო ბარათად მიიჩნევა. 2000-იანი წლების დასაწყისში რამდეიმე წლის განმავლობაში შენობა დახურული და დაზიანებლი იყო.

2014 წელს რვაფეხას დანგრევა დააპირეს, თუმცა სამოქალაქო აქტივისტებმა რამდენიმეწლიანი ბრძოლით და საპროტესტო აქციებით, კაფის შენარჩუნება მოახერხეს.

რვაფეხას რეაბილიტაცია ფონდმა ქართუმ დააფინანსა და 2019 წელს დასრულდა. კაფის გახსნას ეწვეოდა მმართველი გუნდი, მაგრამ არა ის აქტივიტები, ვინც ქალაქს რვაფეხა შეუნარჩუნა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია