სამცხე-ჯავახეთი
ბორჯომის ცენტრალურ პარკს ახალი დირექტორი ჰყავს
საზოგადოება
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
28 ივლისი 2020
ბორჯომის ცენტრალურ პარკს ახალი დირექტორი ჰყავს
მთავარი → სიახლე, საზოგადოება 28.07.2020
ბორჯომის ცენტრალური (ისტორიულ) პარკის დირექტორად მერაბ იობაშვილი დაინიშნა. იგი მანამდე სოფელი ტბის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის პოზიციას იკავებდა.
„მთავრი პრიორიტეტი პარკის ინფრასტრქტურა და კეთილმოწყობაა, ყველანაირად ვეცდებით ერთიანი ძალებით ის რაც დაგეგმილია რეალობად ვაქციოთ“ - ამბობს მერაბ იობაშვილი.ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებით, მერაბ იობაშვილი 2006-2007 წლებში იყო ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე. 2007-2018 წლებში, მუშაობდა ბორჯომის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსად. 2018 წლიდან დღემდე, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელი ტბის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლი პოზიციას იკავებდა.[sknews.ge]