სამცხე-ჯავახეთი
გამოკითხვა: როგორ აფასებთ ახალციხის საკრებულოს მუშაობას? [ვიდეო]
მულტიმედია
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
29 ივლისი 2020
გამოკითხვა: როგორ აფასებთ ახალციხის საკრებულოს მუშაობას? [ვიდეო]
მთავარი → სიახლე, საზოგადოება, SK TV, გამოკითხვა 29.07.2020
"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ" ახალციხის საკრებულოს სამწლიანი მუშაობა შეაფასა. კვლევაში წერია, რომ უმეტეს შემთხვევაში საკანონმდებლო ორგანოს მუშაობა ფორმალურ ხასიათს ატარებდა. ნახეთ, რას ამბობენ ახალციხეში მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუშაობაზე.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ" ახალციხის საკრებულოს საქმიანობის შესახებ კვლევა 24 ივლისს გამოაქვეყნა.არსამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, ახალციხის საკრებულო საანგარიშო პერიოდის [2017 წლის ნოემბრიდან 2019 წლის დეკემბრამდე] განმავლობაში აღმასრულებელ ორგანოზე სუსტ ზედამხედველობას ახორციელებდა, საკრებულოს მიერ მის წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირთა თუ ცალკეულ უწყებათა კონტროლი უმეტეს შემთხვევაში ფორმალურ ხასიათს ატარებდა;▪ საკრებულოს, ან მის ფრაქციებს/კომისიებს აღმასრულებელი ორგანოს წარმომადგენლები რაიმე საკითხის განსახილველად არ მიუწვევია;▪ ახალციხის საკრებულოს ინტერესთა კონფლიქტის, თანამდებობრივი შეუთავსებლობის, საკრებულოს რეგლამენტის და ეთიკის ნორმების დარღვევის ფაქტები არ გამოუვლენია;▪ საანგარიშო პერიოდში ახალციხისსაკრებულოში 40 სხდომა გაიმართა და დღის წესრიგით გათვალისწინებული 303 საკითხი განიხილა. კენჭისყრაზე 283საკითხი გავიდა და, ერთის გარდა,დეპუტატებმა ყველა უცვლელი სახით მიიღეს;▪ ამავე პერიოდში საკრებულოში ხუთმა მუდმივმოქმედმა კომისიამ 86 სხდომა გამართა. სხდომებზე გატანილი 209 საკითხიდან, გარდა ოთხისა, ყველა ერთხმად და უცვლელი სახით მიიღეს. ერთ საკითხს დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს (თუმცა, ექვსი თვის მოგვიანებით იგივე საკითხი მაინც დააკმაყოფილეს), სამ მათგანში კი ცვლილება შეიტანეს და კენჭი ისე უყარეს;▪ ახალციხის საკრებულოში მოქმედი ხუთი ფრაქციიდან ინიციატივა მხოლოდ ერთმა წარადგინა. ფრაქციების მიერ გაწეული საქმიანობისთვის ჯამში 326 784 ლარია დახარჯული;▪ საკრებულოში 2018 წლის მარტიდანფუნქციონირებს გენდერული თანასწორობის საბჭო, თუმცა მას საკვლევ პერიოდში არცსამართლებრივი აქტების პროექტების ანალიზი განუხორციელებია, არც გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად ჩატარებული ღონისძიებებისმონიტორინგი-შეფასების სისტემის შემუშავებაზე უმუშავია და არც რეკომენდაციები მოუმზადებია;▪ დეპუტატებმა საკრებულოს სხდომები 340-ჯერ გააცდინეს, მათ შორის 334 -არასაპატიო მიზეზით. რაც შეეხება კომისიების სხდომებში მონაწილეობას - ჯამში გაცდენის 218 შემთხვევაა დაფიქსირებული;▪ საანგარიშო პერიოდში ახალციხის საკრებულოს ხარჯებმა 1 260 757 ლარი შეადგინა. აქედან 1 131 599 ლარი - ხელფასებში, 51 500 ლარი კი პრემია-დანამატებში გაიწერა;▪ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ახალციხის საკრებულომ 26 535 ლიტრი საწვავი გახარჯა, რომლის ღირებულებამაც 57 615 ლარი შეადგინა, აქედან ყველაზე მეტი 12 249 ლიტრი საწვავი (ჯამური ღირებულებით - 26 078 ლარი) საკრებულოს თავმჯდომარემ გახარჯა[მარიამ ბარძიმაძე, დათო ბალახაშვილი]