შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თამარ ბაჩალიაშვილი გაუჩინარებიდან მეორე დღეს სოფელ მაწევანში ნახეს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 28 ივლისი 2020

ახალი დეტალები თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეში - მაწევანში მცხოვრები ეკატერინე ელბაქიძე აცხადებს, რომ გაუჩინარების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ბაჩალიაშვილი საკუთარი ავტომობილით სოფელში დაინახა.

მისი თქმით, ამის შემდეგ პოლიციას მიმართეს და სამძებრო სამუშაოებიც ჩატარდა, თუმცა ავტომობილი იმ ტერიტორიაზე არ იყო, სადაც 22 ივლისს იპოვეს.

„როდესაც გამოაცხადეს დაიკარგაო, მეორე დღეს შევნიშნეთ, რომ მანქანით გამოიარა ამ გზით. ამის მერე სამძებრო სამუშაოები ჩაატარეს და იმ ადგილას სადაც გარდაცვლილი იპოვეს არ იყო, მერე შენიშნეს. ამის შემდეგ ვუთხარით უფროსებს და პოლიციასაც მივმართეთ. შემდეგ სამძებრო სამუშაოები ჩაატარეს, რამდენჯერმე იყვნენ მოსულები და იმ ადგილას, სადაც იპოვეს გარდაცვლილი, არ იყო იქ თავიდან არაფერი. ზუსტად იმ ადგილზე იყვნენ თუ არა არ ვიცი, მაგრამ ამ ტერიტორიაზე ეძებდნენ და არაფერი შეუნიშნავთ. ბოლოს იპოვეს იქ, გარდაცვლილი. როდესაც გამოაცხადეს რომ დაიკარგა, იმ დღეს გარდაცვლილი არ იყო, ეს ზუსტად ვიცი“, - აცხადებს ეკატერინე ელბაქიძე.

ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა გადაცემა „პოლიტმეტრში“ განაცხადა, რომ ეკატერინე ელბაქიძის შესახებ პირველად გაიგო. მისი თქმით, ელბაქიძის ჩვენება საქმეში არ დევს.

„პირველად გავიგე ამის შესახებ. არანაირი ამდაგვარი ინფორმაცია არ გამაჩნია. არც საქმეში არ დევს. ალბათ ამის თაობაზე გამოძიება დაინტერესდება და მოისმენს ამ საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციას“, - განაცხადა რამიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5 დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში, გარდაცვლილი იპოვეს. ამ საქმესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი გაიმართა, სადაც აღინიშნა, რომ პირველადი დათვალიერებით ბაჩალიაშვილს სხეულზე ძალადობის კვალი არ აღენიშნება. გარდა ამისა, ითქვა, რომ ბაჩალიაშვილმა 17 ივლისს აფთიაქში შეიძინა გარკვეული მედიკამენტები. 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია