გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მილიარდზე მეტი "ოცნების" წევრების პრემია-დანამატებისთვის

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 30 ივლისი 2020

ჩინოვნიკების მადა პრემია-დანამატების მისაღებად, ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, ელვის სისწრაფით იზრდება. 2014-2019 წლებში 1 მილიარდ 700 ათასი ლარი მხოლოდ მთავრობის მაღალჩინოსნების წახალისებას მოხმარდა. ივანიშვილის ხელისუფლება კი გუნდის წევრებისთვის ყველაზე გულუხვი 2019 წელს აღმოჩნდა. სტატისტიკის მიხედვით, წლის განმავლობაში მთავრობამ მხოლოდ პრემია-დანამატებზე თითქმის 36 მილიონი ლარი დახარჯა, რაც ანალიტიკოსებისთვის გაღარიბებული მომსახლეობის კიდევ უფრო გაღარიბებას და მთავრობის ურცხვ გამდიდრებას ნიშნავს.

არჩევნების მოახლოების პარალელურად იზრდება ცესკოს თავმჯდომარისა და აპარატის წევრების ხელფასები და პრემია-დანამატები. მხოლოდ 2019 წელს ცესკოს თავმჯდომარის ჯამურმა ანაზღაურებამ 138 ათასი ლარი შეადგინა, ანუ თვეში თითქმის 11 ათასი ლარზე მეტი. სახელფასო დანამატის სახით ცესკოს თავმჯდომარეზე ამ წელს 16,767 ლარი გაიცა, ჯილდო 1,700 ლარის ოდენობით. მიღებულმა დანამატმა და ჯილდომ კი ჯამურად თანამდებობრივი სარგოს 15,4 % შეადგინა. 

კრიზისისა და სოციალური პრობლემების ფონზე, თანამშრომლების წახალისებას, არც დედაქალაქის მერი ერიდება. თანამშრომელთა მატების პარალელურად, კახა კალაძე გაღარიბებული მოსახლეობის ფულით, საკუთარ თანამშრომლებს ერთგულებას უფასებს. ახლა ოპოზიცია ითვლის ვის, რატომ და რა დამსახურებისთვის უხდის დედაქალაქის მერი ათასობით ლარს.

ბიუჯეტის მონიტორის მიერ დათვლილი რიცხვებისა და საკუთარი ჩინოვნიკების გამდიდრების არ სჯერა თავად მთავრობის მეთაურს. გიორგი გახარიამ არ იცის, ან განგებ მალავს, კულუარულ ინფორმაციას, 
რომელის მიხედვითაც, მისივე გუნდის წევრები ყოველ წელს უფრო მეტ პრემია-დანამატებს იღებენ.

არჩევნების მოახლოების პარალელურად, მთავრობის მადა კიდევ უფრო იზრდება. რა შედეგები იქნება 2020 არავინ იცის, თუმცა სტატისტიკის მიხედვით ტენდენცია იმდენად მზარდია, რომ მაღალჩინოსნები ერთმანეთის მიყოლებით მდიდრდებიან. 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია