ბახმაროში დოღი არ გაიმართება!
ამის შესახებ ინფორმაციას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს: „კორონავირუსის გავრცელების მაქსიმალური პრევენციისთვის, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის შესაბამისად, ბახმაროში დოღი არ ჩატარდება. იმედს გამოვთქვამთ, მომდევნო წელს ქვეყანაში იქნება ისეთი ეპიდემიოლოგიური ვითარება, რომ შესაძლებელი გახდება ტრადიციული დოღის და სახალხო დღესასწაული გამართვა“ _ ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.