სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბორჯომში, ავარიის დროს დაშავებულმა, ორმა პაციენტმა კლინიკა დატოვა

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 05 აგვისტო 2020
ბორჯომში, ავარიის დროს დაშავებულმა, ორმა პაციენტმა კლინიკა დატოვა მთავარი → სიახლე, შემთხვევა 05.08.2020 ბორჯომში, ავარიის დროს დაშავებული მგზავრები ბორჯომის კლინიკიდან გაეწერნენ. რაც შეეხება 35 წლის ქალს მისი მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ახალციხის სამგზავრო ავტობუსი და დისტრიბუციის მიკროავტობუსი პირველ აგვისტოს ერთმანეთს შეეჯახა. შეჯახების შედეგად დაზარალდა 12 მგზავრი, რომლებიც ბორჯომის საავადმყოფოში შეიყვანეს. კლინიკაში გადაყვანილი პაციენტებიდან საავადმყოფო იმავე დღეს ეტაპობრივად დატოვეს, გარდა ორი პაციენტისა, რომელთაგანაც ერთმა კლინიკა გუშინ გვიან დატოვა, მეორე კი დღეს გაეწერა. „ორი პაციენტი რჩებოდა ჩვენთან ავარიის შემდეგ, ორივე მათაგანი თავს კარგად გრძნობენ, ჩაუტარდათ შესაბამისი მკურნალობა. ერთმა გუშინ გვიან დატოვა კლინიკა, ხოლო მეორემ დღეს“, – გვითხრეს ბორჯომის საავადმყოფოში. ავარიის შედეგად მძიმე დაზიანებები მიიღო 36 წლის ქალმა, რომელიც ბორჯომის საავადმყოფოდან კატასტროფის ბრიგადამ პირველ აგვისტოსვე თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. „მდგომარეობა ისევ ისეა. რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება ხელოვნურ სუნთქვაზე. პაციენტი უგონოდაა, ჰემოდინამიკა არასტაბილურია, მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა“,– განაცხადეს თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში. [ნუკა სტეფნაძე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია