გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რუსეთმა უნდა შეწყვიტოს დესტაბილიზაციური ქმედებები და 2008 წლის შეთანხმება შეასრულოს - გახარია

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 07 აგვისტო 2020

საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, რუსეთმა რუსეთმა უნდა შეწყვიტოს დესტაბილიზაციური ქმედებები და 2008 წლის შეთანხმება შეასრულოს. ამ თემაზე მან პოსტი საკუთარ Twitter-ზე გამოაქვეყნა.

2008 წლის აგვისტოს ომის 12 წლის თავზე, ჩვენ პატივს მივაგებთ იმ სამხედროებსა და სამოქალაქო პირებს, ვინც საკუთარი სიცოცხლე შესწირეს ჩვენი სამშობლოს დასაცავად. რუსეთმა უნდა შეწყვიტოს დესტაბილიზაციური ქმედებები და 2008 წლის "ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება" შეასრულოს. ეს ომი მოუშუშებელ იარად რჩება ყველა ქართველის გულში, - წერს გახარია Twitter-ზე.

On the 12th anniversary of the August 2008 War, we pay tribute to the soldiers & civilians who lost their lives defending our homeland. Russia must end its destabilizing actions & fulfill the 2008 Ceasefire Agreement. This war remains an open wound for each & every Georgian.

— Giorgi Gakharia (@GakhariaGiorgi) August 7, 2020

Twitter-ის პოსტის გარდა 2008 წლის აგვისტოს ომის წლისთავთან დაკავშიებით პრემიერმა პოსტი Facebook-ზეც გამოაქვეყნა. გახარიამ აღნიშნა, რომ ისინი აღარასდროს გაიმეორებენ წარსულის შეცდომებს და ხელისუფლების არჩევანი  "მშვიდობიანი, რაციონალური და თანამიმდევრული პოლიტიკაა".

2008 წლის აგვისტოს ომიდან დღეს 12 წელი გავიდა. 12 წლის წინ ამ დღეს, 7 აგვისტოს როკის გვირაბის გავლით საქართველოში რუსული არმია შემოიჭრა და ომი დაიწყო. ხუთ­დღი­ან­მა ომმა 408 ადა­მი­ა­ნი იმ­სხვერ­პლა: 170 სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე, შსს-ს 14 თა­ნამ­შრო­მე­ლი და 224 მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე. საკუთარ ქვეყანაში დევნილად იქცა კიდევ 26 000-მდე ადამიანი. 2008 წლის აგვისტოს ომში დაჭ­რილ და და­შა­ვე­ბულ სა­მო­ქა­ლა­ქო და სამ­ხედ­რო პირ­თა რა­ო­დე­ნო­ბა კი ჯამში 2 232-ია ხუთდღიანი ომის შემდეგ, რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. 12 წლის მანძილზე საოკუპაციო რეჟიმებმა საერთაშორისო აღიარებას ვერ მიაღწიეს, თუმცა საქართველოს ტერიტორიების ანექსია და მცოცავი ოკუპაცია დღემდე გრძელდება - ბორდერიზაცია, ქვეყნის შუაგულში გავლებული მავთულხლართები და გატაცებული ადამიანები. ოკუპანტების უკანონო ტყვეობაში ამ დროისთვისაც 3 ადამიანია, რომელთა შესახებაც ოჯახებს ინფორმაცია არ აქვთ. ისინი არარსებული საზღვრის დარღვევისთვის 3 ივლისს დააკავეს - ხვიჩა მღებრიშვილს 4 წლამდე, დაჭრილ ზაზა გახელაძეს კი 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება. გასული წლის ბოლოს საკუთარი სახლიდან გაიტაცეს გენადი ბესტაევი, რომელიც უკვე "მსჯავრდებულია" და 2019 წლის ნოემბრიდან ორწლიან "სასჯელს" იხდის.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია