პარლამენტის თამვჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს ორი სახე აქვს, სააკაშვილის ნამდვილი სახე კი ისაა, როცა სამხედრო თვითმფრინავის დანახვაზე ბრძოლის ველიდან გარბის.
მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკაში აქვს ორი სახე: ერთი, ნამდვილი სახე არის, როდესაც ის სამხედრო თვითმფრინავის დანახვაზე გარბის ბრძოლის ველიდან, ტოვებს სტუმრებს, ტოვებს დაცვის წევრებს და მშვიდობიან მოქალაქეებს, რომლებიც მის გარშემო არიან და და მეორე სახე, როდესაც ის ჰააგაში დგას და ყალბი განცხადებებით ეხმაურება საქართველოს ინტერესებს. შეფასებები უნდა გააკეთოს საზოგადოებამ, რა თქმა უნდა, რაც მან გააკეთა, არის პოლიტიკური ფარისევლობის უმაღლესი მწვერვალი, - თქვა არჩილ თალაკვაძემ.