გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ოზურგეთის მერიაში „გამარჯვებულ ქალთა კლუბი“ გაიხსნა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 10 აგვისტო 2020

ოზურგეთის მერიაში, მუნიციპალურ სერვისთან „ქალთა ოთახთან“ დაარსდა „გამარჯვებულ ქალთა კლუბის“ ოზურგეთის ფილიალის წარმომადგენლობა.

აღნიშნული კლუბი, თბილისში 2009 წელს დაფუძნდა და აერთიანებს ძუძუს კიბოს დიაგნოზით ნაოპერაციებ ქალებს. ორგანიზაცია საქართველოს მასშტაბითაა წარმოდგენილი.

შეხვედრა „გამარჯვებულ ქალთა კლუბის“ დამფუძნებელმა თინათინ ბერუჩაშვილმა, „ლანჩხუთის გამარჯვებულ ქალთა კლუბის“ წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა მზია კვირკველიამ, ექიმებმა: ონკოლოგ-მამოლოგმა თამუნა აბულაძემ და ონკოლოგმა თამუნა გოგოლაძემ ქალბატონებს პროგრამები გააცნეს, რომელსაც კლუბი ქალების დასახმარებლად ახორციელებს.

„ქალთა ოთახის“ დამატებითი მუნიციპალური სერვისი - „გამარჯვებულ ქალთა კლუბი“ ამ დიაგნოზით მებრძოლ ქალებს გააერთიანებს და მათ საჭიროებებს გამოავლენს.

პროგრამის მიზანია საქართველოში ძუძუს კიბოს მკურნალობის შემდგომ პერიოდში, ქალების წინაშე მდგარი ფიზიკური და ფსიქო-სოციალური მდგომარეობის შეფასება და რეაბილიტაციის კურსების გავლა.

შეხვედრას ოზურგეთის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახლაგაზრდობის, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის უფროსი - მარინა ჯაფარიძე, ექიმები და და ქალთა კლუბის წევრები დაესწრნენ.

პრეზენტაციის ბოლოს ქალბატონებს პირბადეები და ხელნაკეთი ანტი-ალერგიული ძუძუს პროტეზები გადაეცათ, რომელიც „თბილისის გამარჯვებულ ქალთა კლუბის“ წევრებმა მათ საჩუქრად გამოუგზავნა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია