შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

IRI- 46% ქვეყანაში მთავარ პრობლემად უმუშევრობას ასახელებს, 3% ოკუპირებულ ტერიტორიებს

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 13 აგვისტო 2020

გამოკითხულთა 46% ქვეყანაში მთავარ პრობლემად უმუშევრობას ასახელებს,- ამის შესახებ საუბარია IRI-ს კვლევაში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა. 17%-სთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა ფასები, 10%-სთვის კი სიღარიბეა.

ამავე კვლევაში აღნიშნულია, რომ კორონავირუსს მთავარ პრობლემად 4% მიიჩნევს, 3% კი ოკუპირებულ ტერიტორიებს ასახელებს.

კითხვაზე, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელსაც თქვენი დასახლება/სოფელი აწყდება, გამოკითხულთა 31% აცხადებს რომ უმუშევრობა, 10%-ის აზრით, ეს არის გზებბი, 9% კი ეკონომიკას მიიჩნევს.

რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა თქვენი ოჯახისთვის, ხმები ასე გადანაწილდა: უმუშევრობა – 29%, ეკონომიკა – 17%, დაბალი ხელფასები – 7%, მაღალი ფასები 5%.

კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2020 წლის 4 ივნისი – 2 ივლისის პერიოდში.

საველე სამუშაოები ჩატარდა „აიფიემის“ მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით.
შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია