ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ყურადღება პროპორციულ სიებსაც მიექცეს. ამ თემაზე კომენტარი მან მედიასთან გააკეთა და აღნიშნა, რომ ოქტომბრის არჩევნები საქართველოსთვის შესაძლებლობაა, რომ წარმომადგენლობითი პარლამენტი ჰყავდეს.
ოქტომბრის არჩევნები არის მართლაც მნიშვნელოვანია, რადგან არის შესაძლებლობა საქართველოში არჩეული იყოს უფრო წარმომადგენლობითი პარლამენტი, სადაც მრავალი ხმა იქნება წარმოდგენილი. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ გარდა მაჟორიტარი კანდიდატებისა, ყურადღება მიექცეს პროპორციულ სიებში მყოფ კანდიდატებსაც, იმიტომ, რომ ამ ეტაპზე ისინი უფრო მეტნი არიან. ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი, შესბამისად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოქტომბერში არჩევნები ჩატარდეს სამართლიანად და თავისუფლად, - თქვა კელი დეგნანმა.
დეგნანმა აღნიშნა, რომ მომავალი არჩევნები ამერიკისთვის და ევროპისთვის მნიშვნელოვანი დაკვირვების საგანია.