არჩევნებთან დაკავშირებით გაერთიანებული ოპოზიციის მიზანი ვითარების დისკრედიტაციაა, რის უფლებასაც მათ მმართველი გუნდი არ აძლევს, ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
„მე არაერთხელ განმიცხადებია, რომ პოზიცია არჩევნებთან დაკავშირებით რომელიც გააჩნია გაერთიანებულ ოპოზიციას, არის მიმართული ერთი მთავარი მიზნისაკენ, რომ როგორმე მოხდეს ვითარების დისკრედიტაცია, როგორმე ჩვენი პარტნიორები შეიყვანონ შეცდომაში და როგორმე მიაღწიონ ისეთი ატმოსფეროს ჩამოყალიბებას, სადაც შესაძლებლობა ექნებათ, ილაპარაკონ არჩევნების არაგამჭვირვალედ, არადემოკრატიული მეთოდებით ჩატარებასა და გაყალბებაზე და ჩვენ ამის უფლებას და შესაძლებლობას არ ვაძლევთ.
„საზოგადოებას კიდევ ვურჩევდი, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს იმას, რომ პოლიტიკური პარტიები როგორც არ უნდა მოიქცნენ, კარგად, ცუდად თუ ორიენტირებული იქნებიან პოლიტიკურ გამორჩენაზე, მთავარი არის მათი საქციელი. მათი ქცევა და დამოკიდებულება იმ საკითხისადმი, რასაც ქვია დემოკრატიული არჩევნების ჩატარების აუცილებლობა ამ ქვეყანაში“,-განაცხადა გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ახმეტაში მამაკაცი...