შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

დაკავება სამტრედიაში - "ენმ"-ს წევრი ამბობს, რომ ჩხუბის გამო დაიჭირეს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 19 აგვისტო 2020

"ნაციონალური მოძრაობის" სამტრედიის ორგანიზაციის წევრი, დავით ზაქრაძე, რომელიც პოლიციას დილიდან დაკავებული ჰყავდა, სამტრედიის პოლიციის განყოფილებაში სამართალდამცველებმა ცოტა ხნის წინ მიიყვანეს. ზაქრაძე ვრცელ კომენტარს არ აკეთებს და ამბობს, რომ მისი დაკავება არა ნარკოტიკებს, არამედ ჩხუბს უკავშირდება, რომელიც ნაცნობთან მოუვიდა. 

ზაქრაძის თქმით, ამ დრომდე ის პოლიციას სახლში ჰყავდა დაკავებული. ამ წუთებში კი დავით ზაქრაძე ადვოკატთან ერთად პოლიციის შენობაში გამოკითხვაზე იმყოფება.

დავით ზაქრაძე პოლიციამ დღეს დილით დააკავა. მის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკაც ჩატარდა. "ენმ"-ს ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგდენლები ამბობენ, რომ  ზაქრაძის დაკავება პოლიტიკურია, რადგან ის აქტიურად არის ჩართული გენერალი დევი ჭანკოტაძის საარჩევნო კამპანიაში, როელიც "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია  სამტრედია- წყალტუბოს მაჟორიტარულ ოლქში.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია