სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გელა დემეტრაძეს ‘ევსაქების‘ ახალციხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტი დაატოვებინეს

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 19 აგვისტო 2020
გელა დემეტრაძეს ‘ევსაქების‘ ახალციხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტი დაატოვებინეს მთავარი → სიახლე, პოლიტიკა 19.08.2020 „ევროპული საქართველოს“ ერთ–ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის განცხადებით, გელა დემეტრაძის თავმჯდომარის პოსტიდან გადაყენების და პარტიიდან გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც გაირკვა რომ დემეტრაძე ოქტომბრის არჩევნებში მხარს ენმ–ს კანდიდატს დაუჭერს. „გელა დემეტრაძეს ჩვენ დავატოვებინეთ თავმჯდომარის თანამდებობა, გამომდინარე იქიდან, რომ მან გადაწყვიტა, სხვა კანდიდატისთვის დაეჭირა მხარი. ლოგიკურია, თუ პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლი მხარს უჭერს სხვა კანდიდატს და სხვა პარტიას, ის „ევროპულ საქართველოში“ ვერ იქნება“, – განაცხადა „სამხრეთის კარიბჭესთან“ სერგი კაპანაძემ.მისი თქმით, ახალციხის რაიონული ორგანიზაციის ოფისს დატოვებენ ის თანამშრომლებიც, რომლებმაც განაცხადეს, რომ ვანო მერაბიშვილთან აპირებენ თანამშრომლობას:"პარტია ადგილზე დარჩა, გააგრძელებს ფუნქციონირებას, თანამშრომლები კი შეიცვლებიან, ეს ჩვეულებრივი ამბავია, ორ დღეში დავასახელებთ და გაირკვევა ვინ იქნებიან რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი".გელა დემეტრაძე ამბობს, რომ მისთვის პარტიიდან გარიცხვის შესახებ არავის უცნობებია: „ჯერ არ ვიცი რა ხდება, ეტყობა ჩემი პოზიცია მათთვის მიუღებელი აღმოჩნდა, ჩემთვის ჯერ არავის არაფერი უთქვამს“.დემეტრაძე არ უარყოფს, რომ მან პარტიას შესთავაზა 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციას "სამცხის" ოლქში ერთი კანდიდატი ჰყოლოდა: "ჩვენი თხოვნა იყო, თუ იქნებოდა შესაძლებელი მომხდარიყო შეთანხმება ახალციხეში მაინც მთლიანი ოპოზიციის კანდიდატი ყოფილიყო ვაჟა ჩიტაშვილი და ჩვენ ყველანი მხარს დავუჭერდით. მე, ვაჟა ჩიტაშვილმა და რამდენიმე ადამიანმა შევძელით აქ ოპოზიციური ფლანგი შეგვენარჩუნებინა და გაგვეძლიერებინა, ყველა არჩევნებზე ახალციხეში ვდებდით სერიოზულ შედეგს, ჩემთვისაც წარმოუდგენელია ვაჟა ჩიტაშვილის წინააღმდეგ როგორ უნდა ვიმუშაო"."ევროპული საქართველოს" კურატორი სამცხე–ჯავახეთში ზურა ჩილინგარაშვილი აცხადებს, რომ გელა დემეტრაძეს და რაიონული ორგანიზაციის სხვა წარმომადგენლებს კიდევ აქვთ დრო იმის გასაანალიზებლად, თუ რას აპირებენ შემდგომში: „როგორ შეიძლება პარტიის აქტივისტებმა, რომლებსაც 10–12 დღეში თავიანთი კანდიდატი ეყოლებათ, სხვა პარტიის კანდიდატს დაუჭირონ მხარი. აქედან გამომდინარე თვითონ ტოვებენ თავს პარტიის მიღმა. ჯერ არაფერია გადაწყვეტილი, ერთხელ კიდევ გავესაუბრებით და ვისაც სურვილი აქვს რომ დაეხმაროს ვაჟა ჩიტაშვილს, მაშინ ოფიციალურად დატოვებენ პარტიას, ესე ერთი ხელის მოსმით არაფერია გადაწყვეტილი“.ყოფილი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი ახალციხეში 16 აგვისტოს იმყოფებოდა, იგი ენმ–სთან ერთად „ევროპული საქართველოს“ წარმოადგენლებს შეხვდა და 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, მათი კანდიდატის ვაჟა ჩიტაშვილის მხარდაჭერა სთხოვა.ჩიტაშვილი "ნაციონალურ მოძრაობას" ახალციხე–ადიგენი–ასპინძა–ბორჯომის საარჩევნო ოლქში ოფიციალურად ჯერ არ დაუსახელებია. ამ დრომდე უცნობია ვის დაასახელებს ამავე ოლქში "ევროპული საქართველო". ერთ–ერთი ვერსიით ზურა ჩილინარაშვილი მოიაზრება, აღნიშნული ინფორმაცია არც უარყო და არც დაადასტურა პარტიის ერთ–ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ, თავად ჩილინგარაშვილი კი "სამხრეთის კარიბჭესთან" ამ ინფორმაციას უარყოფს.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია