შალვა ნათელაშვილი საზღვრების ჩაკეტვას აპროტესტებს და საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს.
"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის თქმით, გადაადგილების შეზღუდვა არაკონსტიტუციურად უნდა გამოცხადდეს, რადგან ჩაკეტილ საზღვრებს ხელისუფლება წინასაარჩევნოდ საკუთარი ინტერესებისთვის იყენებს.
რუსმა ოლიგარქმა, იმისათვის, რომ კარგად გააყალბოს არჩევნები, ჩაკეტა საზღვარი, შეუძლებელი გახადა უცხოეთში წასვლა-წამოსვლა ჩვენი მოქალაქეებისათვის და საქართველოს ადგილას პრაქტიკულად გამოაცხადა დახურული რეზერვაცია. "ლეიბორისტული პარტია" მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს: გააუქმოს ყველა შემზღუდავი ნორმა, რომელიც ლახავს კონსტიტუციით გარანტირებულ თავისუფალი გადაადგილების უფლებას, - ამბობს ნათელაშვილი.
ცნობისთვის, დღევანდელი მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ არ გამორიცხავს საერთაშორისო ფრენების გადადების გახანგრძლივებას.