სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

‘მან ხათრის გამო დაუჭირა მხარი სხვა პარტიის კანდიდატს’ – გიგა ბოკერია დემეტრაძეზე

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 21 აგვისტო 2020
‘მან ხათრის გამო დაუჭირა მხარი სხვა პარტიის კანდიდატს’ – გიგა ბოკერია დემეტრაძეზე მთავარი → სიახლე, პოლიტიკა 21.08.2020 „ევროპული საქართველოს“ ერთ–ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია ახალციხის რაიონული ორგანიზაციიდან გელა დემეტრაძის და მისი გუნდის წასვლას ეხმაურება და აცხადებს, რომ დემეტრაძემ გადაწყვეტილება არა პარტიული ინტერესებიდან, არამედ ვაჟა ჩიტაშვილან ნაცნობობის და ხათრის გამო მიიღო, ამიტომაც იგი პარტიიდან გაუშვეს. ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტის კითხვაზე, „მიგაჩნიათ თუ არა, რომ ახალციხეში თქვენი პოზიციები შესუსტდა და არის თუ არა ვანო მერაბიშვილის ანგარიშსწორება ბაქრაძის განცხადებებზე“, გიგა ბოკერიამ მხოლოდ „ევროპული საქართველოს“ ახალციხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, გელა დემეტრაძის პარტიიდან წასვლის შესახებ გასცა პასუხი.„ის ჩვენ გავუშვით „ევროპული საქართველოდან“, უბრალოდ ჩვენ უნდა გვესმოდეს რომ პირადი ურთიერთობები, ოჯახური ურთიერთობები, ნათესაობა მნიშვნელოვანი ნაწილია ჩვენი ცხოვრების, მაგრამ თუ ამ ტიპის ურთიერთობები რომელიმე ადამიანისთვის არის პოლიტიკური შეხედულებების ჩამნაცვლებელი, არ არის სწორი, რომელ გუნდში გინდა იყო. ჩვენ „ევროპულ საქართელოში” ამ გზაზე არ ვდგავართ, იმიტომ რომ ყველა, ვინც ხათრში შეიძლება გაიჭყლიტოს და ამიტომ დაუჭიროს მხარი სხვა პარტიის წარმომადგენელს, ვერ გამოდგება ქვეყნის სამსახურში. თუ შენ ვერ გადალახავ ამ ამბავს, რომ ვიღაცამ გთხოვა, ახლობელია ან ნათესავია, მაშინ ჯობია ამ საქმეში არ იყო. ეს მოხდა ახალციხეში“, – განაცხადა „დღის ამბების“ ეთერში გიგა ბოკერიამ.“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ 12 აგვისტოს განაცხადა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი არიან ის ადამიანები, ვინც „ევროპული საქართველოს“ გადმოსახედიდან მინისტრთა კაბინეტში არ უნდა იყვნენ. როგორც ბოკერიამ “ნეტგაზეთს” უთხრა, ბაქრაძის ეს განცხადება აბსოლუტურად გამოხატავს “ევროპული საქართველოს” პოზიციას.ცნობისთვის, ახალციხეში „ევროპული საქართველოს“ რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, გელა დემეტრაძემ და მისმა გუნდმა პარტია დატოვეს და მხარდაჭერა „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ვაჟა ჩიტაშვილს გამოუცხადეს.აღნიშნულ გადაწყვეტილებას ახალციხეში წინ უძღოდა ვანო მერაბიშვილის ვიზიტი, მან „ევროპული საქართველოს“ წევრებს მოსთხოვა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ახალციხე–ადიგენი–ასპინძა–ბორჯომის მაჟორიტარულ ოლქში ჩიტაშვილის მხარდაჭერისთვის ებრძოლათ.[თინათინ ზაზაძე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია