გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

შატილში ავტოკატასტროფისას დაშავებული სამივე პაციენტი რეანიმაციაში რჩება

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 25 აგვისტო 2020

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ადმინისტრაციის წარმომადგენლის, გიგა სორდიას თქმით, შატილში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულთა მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. სამივე პაციენტი მკურნალობას რეანიმაციაში აგრძელებს.

კრიტიკულები არიან ისევ, ერთი ძალიან. რაც ლევან რატიანმა თქვა, გუშინდელი საღამოს ამბავი, სამწუხაროდ მეტი ინფორმაცია არ მაქვს. ერთ დღეში, 8 საათში ასეთი მძიმე პაციენტების მდგომარეობა არ უმჯობესდება, საერთოდ რეანიმაციული პაციენტი ასეა, - თქვა გიგა სორდიამ.

შეგახსენებთ, რომ 23 აგვისტოს ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 64-ე კილომეტრზე  სამგზავრო მიკროავტობუსი, დაახლოებით, 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. მომხდარის შედეგად, 17 ადამიანი გარდაიცვალა. მძიმედ დაშავდა 3 მოქალაქე, რომლებიც პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, ორი მათგანი რეანიმაციაშია მოთავსებული.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.

ტრაგედიის გამო 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღეა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია