გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ოზურგეთში მომხდარი დაჭრის ფაქტზე პოლიციამ დაზარალებულის ბიძაშვილი დააკავა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 25 აგვისტო 2020

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის , სოფელ ლიხაურში ცოტახნის წინ მომხდარ დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ცხელ კვალზე ვაჟა ლომჯარია დააკავა. ის ამ წუთებში ოზურგეთის პოლიციის სამმართველოში გადაჰყავთ.

შეგახსენებთ დღეს 73 წლის მამაკაცი ერასტო ლომჯარია, ბიძაშვილმა სანადირო თოფით ბარძაყის არეში დაჭრა.

კამათი და დაჭრის ფაქტი, ბიძაშვილებს შორის რამოდენიმე წლის წინ დაწყებულ საკარმიდამო დავას მოჰყვა.

როგორც შს-ში განგვიცხადეს, გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია