გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საქართველოში კორონავირუსით მე-19 პაციენტი გარდაიცვალა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 25 აგვისტო 2020

საქართველოში კორონავირუსით მე-19 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა ცოტა ხნის წინ გაავრცელა. ჯერ-ჯერობით მე-19 პაციენტთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია უცნობია. 

გუშინ, 24 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსით მე-18 პაციენტი გარდაცვალა.

დღეს, 25 აგვისტოს ქვეყანაში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 13 ადამიანი.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 1 429
  • გამოჯანმრთელებულია - 1150
  • მათ შორის გარდაცვლილია - 19
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 7 005
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 252, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებათა რაოდენობამ 23 მილიონს გადააჭარბა, 800 000-ზე მეტი ადამიანი კი გარდაიცვალა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია