გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

„მოკლეს ბავშვი და ახლა მოსთქვამენ, ეს ვითომ შეწუხებული, მშიშარა მონები!“- დეკანოზი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 25 აგვისტო 2020
დეკანოზი თამაზ ლომიძე თერჯოლაში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება:
 
„რამ გაუქვავა ამ ხალხს ასე გული და რამ დაუჩლუნგა ასე აზროვნება?! იციან, რომ მათ გვერდით 11 წლის ბავშვს ყოველდე სცემენ, სტანჯავენ, კლავენ და ლაჩრულად გაყუჩებულნი არიან. რა გული გითმენს ნათესავს, მეზობელს ან უბრალოდ შემსწრეს, ბავშვს როცა სცემენ და შენ ხმას არ იღებ და არ ეხმარები?! რამ გამოგაშტერათ ასე? ჩემს პირად მტრად ჩავთვლიდი, თავზეხელაღებულივით დავუპირისპირდებოდი და ყოველდღე გამოვიძახებდი პოლიციას, სანამ იმ საწყალ ბავშვს არ წავართმევდი იმ ლოთ და მოძალადე მამას. დამთავრდა, აღარ ეკუთვნის არცერთ მოძალადე მშობელს შვილი. ამათ კი შეეძლოთ ბავშვის გადარჩენა და გულგრილობით და უდარდელობით გაწირეს, გესმით? მოკლეს ბავშვი და ახლა მოსთქვამენ, ეს ვითომ შეწუხებული, მშიშარა მონები“- წერს დეკანოზი სოციალურ ქსელში. 
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია