გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ამომრჩეველზე ზეწოლა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ხდება - არჩილ თალაკვაძე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 26 აგვისტო 2020

მის მიცემის ფარულობის დარღვევის მიზნით, ამომრჩევლის დაშინება ან იძულება, გამოიწვევს ჯარიმას ან შინაპატიმრობას 6 თვიდან 2 წლამდე, ან და თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. 

არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ ანალოგიური ცვლილებები შევა სისხლის სამართლის კოდექსში. მისივე თქმით, შესაბამისი ცვლილებები უკვე გამზადებულია და დღეს საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდება. 

"ქართული ოცნება" გამოდის ინიციატივით, რომ საარჩევნო კოდექსში შევიდეს ცვლილება, რომლის თანახმადაც მკაცრი სანქციები განისაზღვრება ამომრჩევლის იძულების, დაშინების და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევებზე. საარჩევნო კოდექსშივე მიეთითება, რომ მსგავსი ქმედების ჩადენის შემთხვევაში პირს დაეკისრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. ანალოგიური ცვლილება შევა სისხლის სამართლის კოდექსშიც. ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის მიზნით, ამომრჩევლის დაშინება ან იძულება ჩადენილი სხვადასხვა ფორმით გამოიწვევს ჯარიმას ან შინაპატიმრობას ვადით, 6 თვიდან 2 წლამდე. ან და თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე. შესაბამისი ცვლილელები უკვე მომზადებულია და დღეს დარეგისტრირდება საქართველოს პარლამენტში, - ამბობს არჩილ თალაკვაძე. 

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა ისიც, რომ ამ ცვლილებებით მკაცრდება პასუხისმგებლობა საარჩევნო პროცესის შესაძლო სამართალდამრღვევთა მიმართ და იზრდება ამომრჩევლის თავისუფალი არჩევანი და არჩევნის ფარულობის დაცვის ხარისხი. მისი თქმით, "ოცნების" მიზანია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტებით ჩატარდეს. მისივე თქმით, სჯერათ "ქართული ოცნება გაიმარჯვებს სამართლიან არჩევნებში". 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია