ჩემპიონატში ოზურგეთის, მერიის, ურეკისა და ქობულეთის გუნდები, ჯამში 50 სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას. ღონისძიების დაწყებამდე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ- გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა ტაეკვონდოს სექციის მწვრთნელმა, ამავდროულად აღნიშნული სახეობის გურიის ფედერაციის პრეზიდენტმა, ირაკლი ტუღუშმა, საპატიო სიგელებით ის ადამიანები დააჯილდოვა, რომლებიც სკოლას წლის მანძილზე ეხმარებოდნენ. ასევემის საქმიანობას აშუქებდნენ.
რაც შეეხება გურიის ღია პირველობის შედეგებს : 15 -20 კგ. წონით კატეგორიაში პირველი ადგილი მერიელმა ია მჟავიამ; 20 -25 კგ. წონით კატეგორიაში ურეკელმა გიორგი სოხაძემ ; 30-35 კგ. წონით კატეგორიაში კი ასევე ურეკელმა ლუკა ჩხვიმიანმა დაიკავა. 30-35 კგ. წონით კატეგორიაში ( ახალბედბში) კი პირველობა ზუკა ჩხვიმიანმა არავის დაუთმო. ასევე ოქროს მედალი ერგო ურეკელ გურამ დავითაძეს. 35-40 კგ. წონით კატეგორიაში გიორგი მოდებაძემ პირველი ადგილი აიღო. 40-45 კგ. წონით კატეგორიაში საბა მეფარიშვილმა ოქროს მედალი დაიმსახურა. ( ოზურგეთი) ასევე ოქროს მედალი დაიმსახურა საბა ნატარიძემ . ( ურეკი) 50-55 კგ. წონით კატეგორიაში პირველი ადგილი ნოდარ ბერიძემ აიღო ( ქობულეთი) 50 -55 გიორგი ვასაძემ ოქრო აიღო. ( ურეკი ) 50-55 კგ. წონით კატეგორიაში სოსო ვარდაიამ იბრძოლა და დაიკავა პირველი ადგილი ( ოზურგეთი) 60-65 კგ. წონით კატეგორიაში საბა გოგუაძემ პირველობა არავის დაუთმო ( ურეკი) 50 - 55 კგ. წონით კატეგორიაში მარიამ მაჭარაშვილმა პირველი ადგილი აიღო.