სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

‘ქართულმა ოცნებამ ამოწურა თავისი შესაძლებლობები’ – ‘ტრიბუნას’ კანდიდატი სამცხეში

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 26 აგვისტო 2020
‘ქართულმა ოცნებამ ამოწურა თავისი შესაძლებლობები’ – ‘ტრიბუნას’ კანდიდატი სამცხეში მთავარი → სიახლე, პოლიტიკა 26.08.2020 სამცხე–ჯავახეთის ყოფილი გუბერნატორი, რომელიც ახალციხე–ადიგენი–ასპინძა–ბორჯომის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად განიხილება, რეგიონის განვითარების პოტენციალზე საუბრობს, მისი აზრით „ქართულმა ოცნებამ“ თავისი შესაძლებლობები ამოწურა. გელა კვარაცხელია, რომელიც სავარაუდოდ სამცხის მაჟორიტარობისთვის პოლიტიკური მოძრაობა „დავით ჭიჭინაძე – ტრიბუნას“ სახელით იბრძოლებს, ამბობს რომ იგი 2018 წლამდე „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიებში აქტიურად მონაწილეობდა, ახლა ფიქრობს, რომ „ქართულმა ოცნებამ ამოწურა თავისი შესაძლებლობები, მეც ამოვწურე ჩემი თავი ქართულ ოცნებაში“.მისი აზრით, ქვეყნის განვითარების პირველი მუხრუჭი საბანკო სისტემაა, რომელიც მოსახლეობის ყველაზე დიდ ნაწილზე უარყოფითად აისახება, ამიტომ პარტიის მთავარი მიმართულებაც საბანკო სისტემასთან ბრძოლაა, რადგან დღევანდელი მდგომარეობით, მოსახლეობის 80% საბანკო სისტემის წნეხის ქვეშაა. „ამ კუთხით უკვე მუშაობს ჩვენი პარტია და პანდემიის პირობებში თუ რომელიმე საფინანსო ორგანიზაციამ პრობლემა შეუქმნა ადამიანებს, შეუძლიათ მოვიდნენ ჩვენს ოფისში და სამართლებრივ ნაწილში მივეხმარებით. ნებისმიერ სასამართლოს მოიგებს მოქალაქე, რომელსაც პანდემიის პერიოდში აიძულებდნენ ან ვალის გადახდას, ან პროცენტების დარიცხვას. პანდემიის პერიოდში ბანკების მოგება თითქმის მილიარდზე ავიდა და მაშინ როცა მთელი ქვეყანა გაჩერებულია. ეს უნდა დასრულდეს“, – აცხადებს კვარაცხელია.კვარაცხელია 1999-2003 წლებში „მოქალაქეთა კავშირიდან“ პარლამენტის დეპუტატი იყო, მისი თქმით სწორედ ამ პერიოდში დაიწყო სამცხე–ჯავახეთთან მისი უშუალო კავშირი. „ამ პერიოდში ვიყავი პარლამენტის სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე. სულ რაღაც ერთ წელიწადში ჩვენმა კომიტეტმა ეუთოსთან ერთად შექმნა პროექტი, რომელიც შეეხებოდა სახელმწიფო ენის სწავლებას ჯავახეთში. ეს გამოდგა საკმაოდ ეფექტური პროექტი, გარდა ამისა შეხება გვქონდა მესხეთთან რეპატრირებული მესხების სამშობლოში დაბრუნების კუთხით“, – გვიყვება კვარაცხელია.როგორც ის აღნიშნავს, იმ დროიდან მოყოლებული, რეგიონში პრობლემების ძირითადი ნაწილი კვლავ მოუგვარებელია. რეგიონის განვითარების მისეული ხედვა კი ასეთია: „ჩემი აქ ყოფნის პერიოდში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი გადაწყდა მოსახლეობის სასარგებლოდ, მიუხედავად მცირე დროისა, მე უკეთესად დავინახე პოტენციალი, რომელიც ამ რეგიონს აქვს და იმ ხალხს, რომელიც აქ ცხოვრობს. ვთვლი, რომ ძალიან ბევრის გაკეთება შეიძლებოდა აქამდეც. 17 წელიწადი, რაც მე აქ არ ვარ, ვთვლი რომ არაეფექტურად არის გამოყენებული. პირველ რიგში ვთვლი რომ მთელი ძალისხმევა უნდა ჩაიდოს იმაში, რომ გოდერძის უღელტეხილზე გაკეთდეს გზა, რაც მოგვცემს საშუალებას რომ ადიგენში ინფრასტრუქტურა მოეწყოს და სამუშაო ადგილები შეიქმნას. გარდა ამისა არის უამრავი სოფელი, სადაც არის სასმელი წყლის პრობლემა, რაც დაუყონებლივ უნდა გადაიჭრას“ – აცხადებს „ტრიბუნას“ კანდიდატი.პარტია „დავით ჭიჭინაძე–ტრიბუნას“ საარჩევნო კამპანიას ოფიციალურად სექტემბრის დასაწყისში დაიწყებს. ბოლო მონაცემებით, სამცხის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი უკვე ოთხმა პარტიამ დაასახელა: "ქართული ოცნებიდან" – ანტონ ობოლაშვილი იბრძოლებს, ვაჟა ჩიტაშვილი – "ნაციონალური მოძრაობიდან", "თავისუფლება ზვიად გამსახურდიას გზას" ზურა ხუციშვილი წარმოადგენს, ხოლო "თავისუფალი საქართველო" – გოდერძი კუბლაშვილის დასახელებას გეგმავს.საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2020 წლის ოქტომბერში, ისტორიაში პირველად, 120/30 სისტემით ჩატარდება.[რობი ზარიძე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია