შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

„მიხეილ სააკაშვილი? აუცილებლად უნდა დაბრუნდეს-არ შემიძლია თორემ პირადად დავხვდებოდი“

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 29 აგვისტო 2020

ქვეყანაში განვითარებული მოვლენები, მიმდინარე პროცესები, მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების  ციებ-ცხელება და ამას დამატებული გაუსაძლისი ეკონომიური  პირობები, გახშირებული კრიმინალი, გამოუძიებელი და კითხვისნიშნის ქვეშ დატოვებული ახალგაზრდების მკვლელობები  იმდენად აიწერა  მოსახლეობის ყოფა-ცხოვრებაზე, რომ შეკითხვაზე -  „დაბრუნდეს თუ არა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში“  და შესაბამისად ყოფილი მთავრობა? -  გურიაში უმრავლესობის პასუხია -აუცილებლად.

თუ  რას ფიქრობს გურულები ყოველივე ამაზე,  ვისი და რისი   მოლოდინი  აქვთ, ამის გაგებას „გურიის მოამბე“ ქუჩის გამოკითხით შეეცადა: 

ირინა ვასაძე, ლიხაურის მაცხოვრებელი - აუცილებლად მიშა უნდა ჩამოვიდეს. ამ ქვეყანას არაფერი არ ეშველება ისე. მიშას სურათი  დამაქ ჩანთით. ჩემი შვილის ტოლაა და ჩამოგავდა ჩემი გარდაცვლილი შვილი  მიშას  და მიყვარს ძალიან. მაგან სინათლეში გამეიყვანა ქვეყანა და რაცაა დარჩენილი  იმასაც სინათლეში გამეიყვანს.  გაერთიანებული ოპოზიცია ვარ, მოვდივარ 2012  წლიდან. სახლთან ვარდი მაქ დარგული მეორე სართულზე გადადის, ვარდების რევოლუციის საპატივცემულოდ. მაგენი მიშას ვერ დაიჭერენ.  აქამდე რატო ვერ დეიჭირეს, მსოფლიო მეიარა და არ დაუჭერიათ.  არ შემიძლია, ჯოხით დავდივარ, თორემ ორ  ჯოხს დევიკავებ და ისე დავხვდები, რომ ვიცოდე   სად ჩამოვა  და გევეგები ნოხად.  აგენის, ამ გამყვლეფელების  არაფერი  არ მჯერა. მშვდობა იყოს  და სისხლი ნუ დეიღვრება. მიშას დროს წესრიგი იყო და ახლა  ხო ხედავთ ერთ კვირაში მკვლელობა მკვლელობაზეა. ტელევიზორის ყურება აღარ  მინდა, ისედაც გამწარებული ვარ. მაშინ  ლანდის ეშინოდენ.  ჩემმა შვილმა ლიხაურის გადასახოვთან დატოვა მანქანა და ვუთხარი არ დატოვომეთქი და კაი  დედა ნუგეშინია-მეფეს არ ძინავსო, ასე მითხრა და  მართლაც, რაფერც  დატოვა კი დახვდა ისე , ახლა მიდი   და დატოვე გარეთ  მანქანა. მიშა აუცილებლად უნდა ჩამოვიდეს.

ესე - არ ჩამეესლება საქართველოში და იმიტომ არ უნდა ჩამევიდეს. როგორც  კი ჩამოვა დაიჭერენ. სხვის გაკეთებულ საქმეებს იწერდა მის გაკეთებულად.  იმდენი დანაშაულები  აქ ჩადენილი, დაბრუნდეს უნდა?! სადაცაა  იქ, არ იჭერენ,  იმიტომ რომ სხვა სახელმწიფოა  და არ აძლევს უფლებს, მფარველი ყავს თორე ძებნილების მეტი რაა ქვეყანაში.

ეკა ჩაჩიბაია - დაბრუნდეს უნდა, იმიტომ რომ მიყვარს. კაცური კაცია. კალაძეს კი არ გავს. ამას იმიტომ კი არ ვამბობ  რომ რაცხა „პადარკა“ მომცეს- არა  კაცური კაცია და მაგიტო მიყვარს.

რ.ზ. - თუ დაბრუნდება კაი იქნება, რადგან წესრიგი იყო მაშინ. რაც მიშა წევიდა მის მერე სამი ძროხა მომპარეს. ქუჩაში მანქანა რომ დაგეტოვებია, ვერავინ ვერ წაიღებდა და დღეს ყველაფერს  იპარავენ.  მიშას დროს  დაცულად ვგრძნობდი თავს.  50 სული საქონელი მყავდა და 8 წლის მანძილზე ერთი ცალიც არ დამკარგვია  და  ახლა 10 სული მყავს და სამი მომპარეს.  თან მეწველი ძროხები.  ვერ მაპოვნინეს.  მათ   იციან მგონი  ვინც იპარავს, მარა  ხელს უწობენ.  60%-ს  ნამდვილად  ვიცი,  რომ მიშას დაბრუნება უნდათ. დასასჯელი უნდა დაისაჯოს და ციხეში ისე უნდა აწამონ,  რომ მეორეს არ მოუნდეს დანაშაულის ჩადენა. წესრიგი   იყო ქვეყანაში. 

ტ.ბ - მინდა მიშა რომ დაბრუნდეს, რადგან ქურდობა არ იყო. სინათლე არ იყო სინათლე მოაწესრიგა, წყალი არ იყო წყალი მოაწესრიგა. ბევრი რამ ისეთი გააკეთა მიშამ, რაც ამათ არ უნდოდათ,  რომ  გაეკეთებია.  მიშას მოსვლა მინდა  იმიტომ, რასაც დაპირდებოდა ასრულებდა  და ესენი რაც დაგვპირდნენ არაფერი გაუკეთებიათ. ხმის მიცემის დროს ამოდიან ჩემს უბანში, ახლაც იყვენ ერთი თვის  წინ.  ჩვენთან  დეინგრა  სახლები, ამოვიდნენ  დაპირდნენ გავაკეთებთო და მერე არავინ მოსულა. ონკოლოგიურად ავადმყოფი ვარ და რამდენი  წამალი მჭირდება.  200 ლარი რაა, მათხოვრები არიან.   სოციალური  დახმარება მე არ მომცეს და ვისაც ოთხი მანქანა ყავს  იმას მისცეს. არჩვენების გულიზა ვითომ რაღაცას  აკეთებენ. საცოდავ ხალხს პირადობებს  ართმევენ, დაგეხმარებითო ხალხსაც იმედი აქვს, მაგრამ  არავინ არ დაგვხმარებია. პანდემიის დროს იყვენ ამოსულები  პირადობის ნომრები ჩაიწერეს, მაგრამ დღემდე  ეს დახმარება ჩვენ არ მიგვიღია, ალბათ თვითონ შეჭამეს.

დათო - მიშა მოვიდეს უნდა. ის  ყველაფერს გააკეთებს,  რაც ჩვენს ქვეყანას ჭირდება. იმედი მაქვს  მიშა, რომ დაბრუნდება ქვეყანას შემოაბრუნებს და ჩვენც მოხარულები  ვიქნებით.

ვასო - ჩემი აზრით  არ უნდა ჩამოვიდეს.

ლევანი - რა უნდა აქანე მიშას? არაფერი არ ესაქმება  აქ.  იყო მაგი  და კი გააკეთა ბევრი  კარგი  რამე  მარა,  მერე ისეთი რამე გააკეთა, აღარაა აქით ჩამოსვლის ღირსი.  მიწები უცხოელებზე გასცა და ჩვენ ქვეყანა ფულს  გვახდევიებდა.

კაკო გუდავაძე - ჩემთვის მთავრობა სულერთია, მარა  გახარიამ რომ თქვა პანდემიის დროს, ყველას უნდა მიეცეს დახმარება, ვინც დარჩა უმუშევარიო,  მე „სტაიანკაზე“ ვმუშაობ და რომ ვიკითხე მითხრეს თქვენ არ გეკუთვნისო. ყველას უწევს და  ჩვენ არა. რატო არ უნდა მოგვწეოდა ჩვენ,  აგერ გობრონიძის „სტაიანჩიკები“ არიენ და იგენს მოუწია. ჩვენ გოგიტაურს  ვეკუთვნით და არ მოგვიწია. მე  აქედან სამი ლარი შემქონდა ბაზაში  ყოველდღე და ეს ფული ბიუჯეტში ხო შედიოდა და ჩეკი ხომ იწერებოდა.   აგი სახელმწიფო  დაწესებულება ხოა და რატო არ მეკუთვნოდა დახმარება.  თურქეთში  დავდიოდი  და იმას ავიღებ მეთქი და ასე  მითხრეს გაფორმებული ხარ იმ  სამსახურში და არ გეკუთვნისო და კი ვარ ასე გაურკვევლად. რატო არ მეკუთვნის  არცერთი დახმარება.

ნაირა - მიშა იყო სიტყვის ადამიანი, რასაც იტყოდა იმას ასრულებდა, ესენი გვატყუებენ, აფერისტობენ სულ. გარეთ მოვაჭრე ვარ და ვერ გავუგე  აგენს ვერაფერი, ის იტყოდა ან დადებით ან არა და ვს,  ვერავინ გაბედავდა სხვა რამეს. წესრიგი იყო ქვეყანაში.

ნ. მუხაშავრია - ჩამევიდეს უნდა, აუცილებელია. აბა აგენია მთავრობა. განუკითხაობაა. მიშას  სიტყვას ძალა  ქონდა.

ნინო გ.- აუცილებელია მიშას ჩამოსვლა. წესრიგია  საჭირო ქვეყანაში. მანანა - მაგას მისი ოპოზიციური  ჯგუფი დაიჭერს.

ნაზი ტ - ეგ თუ გვიშველის მეტი არავინ. ჩამოვიდოდეს ნეტა,  დავხვდები დიდი სიამოვნებით.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია