გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"სააკაშვილი დაგვპირდა და ვარშალომიძე ჩამოვიდა - რა შევუკვეთეთ და რა ჩამოვიდა" - მდინარაძე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 31 აგვისტო 2020

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაურის ლევან ვარშალომიძის საქართველოში დაბრუნებას ეხმაურება - "სააკაშვილი დაგვპირდა და ვარშალომიძე ჩამოვიდა - რა შევუკვეთეთ და რა ჩამოვიდა" - ამბობს მდინარაძე

მისივე თქმით, სააკაშვილი საქართველოს მოქალაქეებს სამშობლოში დაბრუნებას დაჰპირდა, თუმცა ჯერჯერობით მხოლოდ ლევან ვარშალომიძე გამოუშვა.

„ის არის „ნაცმოძრაობის“ გუნდის ერთ-ერთი ჩვეულებრივი წარმომადგენელი, ისეთივე თანამონაწილე იმ დანაშაულებისა, იმ რუსული საქმისა, როგორიც ყველა დანარჩენი ლიდერი „ნაცმოძრაობიდან“. ის ახსენებდა „რუსული ოცნებაო“ და ეს მესიჯბოქსი აქვთ დალაგებული უკვე 10 წელზე მეტია.

ყველა მათ წარმომადგენელს მოვუწოდებ, თავის თავთან მაინც დასვან შეკითხვა, როდესაც რუსულ საქმეზე ლაპარაკობენ, რატომ დაუჭირა მათმა პარტიამ მხარი ქართველი ჯარისკაცების მიერ ვითომ ომის დაწყებას, რატომ დაუშვეს ეს? ამაზე დიდი ღალატი, საქართველოს უახლეს ისტორიაში არ ყოფილა! 10 წელი მალეს ეს ამბავი და ბოლოს მაინც გამოჩნდა, - თქვა მდინარაძემ.

აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაური ლევან ვარშალომიძე საქართველოში გუშინ, 30 აგვისტოს დაბრუნდა.

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია