გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რაც არ უნდა დაშაქრული ენით გველაპარაკებოდეს, მოიხდის სასჯელს - წულუკიანი სააკაშვილზე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 01 სექტემბერი 2020

საქართველოს მესამე პრეზიდენტი ბოლო ვიდოემიმართვას და ბოდიშს, ამჯერად იუსტიციის მინისტრი ეხმაურება. თეა წულუკიანი მისი თანაგუნდელების მსგავსად, სააკაშვილს დაპატიმრებით ემუქრება.

წულუკიანის თქმით, საქართველოს მცდელობის მიუხედავად, უკრაინამ სააკაშვილის ექსტრადიციაზე უარი თქვა და ახლა, წულუკიანის თქმით, მას რჩება შთაბეჭდილება, რომ სააკაშვილს უკრაინიდან "აგდებენ"

„ადრე თუ გვიან, რაც არ უნდა მიხეილ სააკაშვილი ზურიკელას დაშაქრული ენით გველაპარაკებოდეს და გვეუბნებოდეს, რომ დაბრუნდება და მალე მთელი ქვეყანა თვითონ იქნება, რა თქმა უნდა, ის ადრე თუ გვიან დაბრუნდება და მოიხდის სასჯელს ქართულ საპატიმროში, ქართული კანონის წინაშე. თუ კი ის წინასაარჩევნოდ დაბრუნდება, რა თქმა უნდა დაკავების პროცედურები შედგება საქართველო სახელმწიფო საზღვარზე. რაც შეეხება მის ექსტრადიციას ჩვენ მრავალჯერ, ჯერ კიდევ მთავარი პროკურატურის პირობებში, შემდეგ უკვე ახლა, როცა სრულიად დამოუკიდებელია სამინისტროსგან გენპროკურორი და პროკურატურა, ცდილობდნენ პროკურორები მის დაბრუნებას, თუმცა უკრაინის სახელმწიფომ არაერთხელ უმიზეზოდ უარი უთხრა საქართველოს სააკაშვილის ექსტრადიციაზე. თუმცა ახლა მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას აგდებენ, რომ მისი ადგილი უკვე აღარ არის უკრაინაში და არ არის გამორიცხული, რომ სწორედ ამიტომ ის საუბრობს საქართველოში დაბრუნებაზე, რადგან სხვაგან წასასვლელი აღარ აქვს“ – ამბობს წულუკიანი.

"მე ვბრუნდები" - ამ სახელწოდებით ვიდეომიმართვა მესამე პრეზიდენტმა 27 აგვისტოს გაავრცელა. მიხეილ სააკაშვილის ქართულ პოლიტიკაში დაბრუნების დაანონსებას, "ოცნების" ლიდერების აქტიური გამოხმაურებები მოჰყვა. მმართველმა გუნდა ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანიის პირველი დღე სწორედ "9 წელზე" ლაპარაკს დაუთმო. 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია