შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

იოსებ ხახალეიშვილი: ქუთაისი ყოველთვის იყო განათლების ცენტრი და ეს სტატუსი კიდევ უფრო გამყარდება საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნით

პოლიტიკა
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 05 სექტემბერი 2020

ქუთაისის მერობის კანდიდატის იოსებ ხახალეიშვილის განცხადებით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე იქნება სიმსივნის სამკურნალო ადრონული თერაპიის სამედიცინო ცენტრი, რომელსაც ცნობილი ფიზიკოსი გია დვალი ჩაუდგება სათავეში, რაც არის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი და გარღვევა სიმსივნის პრევენციის და ქიმიური თერაპიის მკურნალობის სფეროში.

როგორც მერობის კანდიდატმა ძელქვიანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, ქუთაისი ყოველთვის იყო განათლების ცენტრი და ამის მაგალითი გელათის აკადემიაა.

"ეს სტატუსი კიდევ უფრო გამყარდება იმით, რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა ქალაქს და ქვეყანას აჩუქა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელიც უკვე არის ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო საგანმანათლებლო რუკაზე, სულ რამდენიმე დღეში ოფიციალურად გაიხსნება და თავის პირველ სტუდენტებს მიიღებს. შეგეძლებათ ნახოთ თუ რა გარემოში იქნებიან ჩვენი სტუდენტები. მიუნხენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი გახლავთ მისი პარტნიორი და უშუალოდ მის მენეჯმეტს ახორციელებს და ამით ალბათ, ბევრი რამ ნათელია.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე ასევე იქნება სიმსივნის სამკურნალო ადრონული თერაპიის სამედიცინო ცენტრი, რომელსაც ჩვენი ცნობილი ფიზიკოსი გია დვალი ჩაუდგება სათავეში. ეს არის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი და გარღვევა სიმსივნის პრევენციის და ქიმიური თერაპიის მკურნალობის სფეროში.
ქუთაისი ხომ ისედაც გახლავთ ერთგვარი სამედიცინო ცენტრი, სადაც სამკურნალოდ ჩამოდიან არა მარტო დასავლეთ საქართველოდან", - განაცხადა ხახალეიშვილმა.

იოსებ ხახალეიშვილი ძელქვიანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას მაჟორიტარობის კანდიდატ ზაზა ლომინაძესთან და გუნდის სხვა წევრებთან ერათად შეხვდა.

მერობის კანდიდატი ადგილობრივებს პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი მხეიძემ წარუდგინა.

 

[R]

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია