გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ბოდიშის მოხდასაც და ბოდიშის სწორად მიღებასაც მხოლოდ ძლიერი ადამიანები ახერხებენ"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 08 სექტემბერი 2020

"ბოდიში – ერთ–ერთი უძლიერესი, ჯადოსნური სიტყვა, რომლის წარმოთქმა სუსტ ადამიანს არ შეუძლია.

მაგრამ ძალა მხოლოდ სინანულს და ბოდიშის მოხდას არ სჭირდება – ძალა სჭირდება მასაც, ვისაც ბოდიშს უხდიან, რომ მან ეს სიტყვა სწორად მიიღოს და შეერგოს.
რას ნიშნავს ბოდიშის სწორად მიღება? როცა ბოდიშს გიხდიან, შენ ამ ბოდიშმა კი არ უნდა გაგაყოყოჩოს და გაფიქრებინოს რომ რაკი ბოდიშს გიხდიან, თვითონ ცამდე მართალი ხარ – არა! ასეთი რამ არ არსებობს. პირიქით – როცა ვინმე ბოდიშს გიხდით, პატიებასთან ერთად, ბუნებრივად, დაუფიქრებლად, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე საკუთარი წილიც უნდა დაინახო იმ შეცდომაში, თუ დანაშაულში, რაზეც ბოდიში მოგიხადეს. და თუ ეს განცდა არ დაგეუფლა, მაშინ ის ბოდიში შენ არ გეკუთვნის, ისევე როგორც ღორს მარგალიტი.
ბოდიშის მოხდასაც და ბოდიშის სწორად მიღებასაც მხოლოდ ძლიერი ადამიანები ახერხებენ."

ირინა სარიშვილი

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია