სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მართლმადიდებელი ეკლესია იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს იხსენებს

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 11 სექტემბერი 2020
მართლმადიდებელი ეკლესია იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს იხსენებს მთავარი → სიახლე, საზოგადოება 11.09.2020 11 სექტემბერს, მართლმადიდებელი ეკლესია იმ დღეს იხსენებს, როცა იოანე ნათლისმცემელს თავი მოჰკვეთეს. ამასთან დაკავშირებით, ვარძიის მახლობლად არსებულ „თავკვეთულას“ სამლოცველოში მორწმუნეები დილიდან მიდიან. ვარძიასთან, გამოქვაბულში არსებულ სამლოცველომდე მისასვლელად მრევლმა მდინარე მტკვარი უნდა გაიაროს. მათ სჯერათ, რომ ეს ერთადერთი დღეა, როდესაც მდინარეზე წყლის დონე იკლებს და ფეხით გასვლა შესაძლებებლია. ამ ადგილზე მორწმუნეები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან იკრიბებიან. სახარების მიხედვით, იოანე ნათლისმცემლის თავი გალილეის მმართველის, ჰეროდე ანტიპას ბრძანებით მოჰკვეთეს. მანამდე წმ. ნათლისმცემელი ჰეროდეს საპყრობილეში ჰყავდა დატყვევებული, რადგან მას უზნეო ცხოვრებისთვის დაუფარავად ამხელდა კანონიერი ცოლის დატოვებისა და საკუთარი ძმის, ფილიპეს მეუღლესთან, ჰეროდიადასთან უკანონო თანაცხოვრების გამო.წმ. წინასწარმეტყველის თავის მოკვეთის სურვილით ფილიპეს ჰეროდეას ქალიშვილმა, სალომეამ დედის ჩაგონებით მიმართა, რადგან მას სძულდა წმ. ნათლისმცემელი.სალომეა ფილიპეს დაბადების დღის აღსანიშნავ წვეულებაზე ცეკვავდა. მისი ცეკვით მოხიბლული ჰეროდე კი სალომეას ნებისმიერი სურვილის შესრულებას დაჰპირდა. სალომეამ ლანგარზე წმ. იოანე ნათლისმცემლის თავი მოითხოვა. წმ. იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღეს მორწმუნეები ტრადიციულად მარხვით აღნიშნავენ.2020 წელს, ასპინძის მერიამ იოანე ნათლისმცემელის თავის კვეთის სახელობის მამათა მონასტრამდე ბაგირზე დაკიდებული ხიდის ნაცვლად, ახალი ხიდი მოაწყო. [sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია