შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ქეთევან მირიანაშვილს, ბრალს დღეს წარუდგენენ

პოლიტიკა
წყარო:   /  
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 21 დეკემბერი 2018

სოფელ ველისციხესთან მომხდარი ინციდენტის გამო დაკავებულ ქეთევან მირიანაშვილს, რომელსაც გამოძიება პოლიციის ავტომანქანის დაზიანებას ედავება, ბრალს ოფიციალურად დღეს, დღის მეორე ნახევარში წარუდგენენ.დაკავებული თელავის პოლიციის იზოლატორშია მოთავსებული.მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს.შინაგან საქმეთა სამინისტრომ 16 დეკემბერს, კახეთში მომხდარ ინციდენტში მონაწილე ქალი დააკავა.გამოძიების ინფორმაციით, ქ.მ.-მ სოფელ ველისციხესთან პოლიციის ავტომანქანა დააზიანა.შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინციდენტში მონაწილე ქ.მ. სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავა, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია