ახალმა სამეცნიერო კვლევამ, რომელსაც ანჰუის სამედიცინო უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფი ხელმძღვანელობდა, აჩვენა, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო ჩინეთში სკოლების დახურვამ მოსწავლეების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე სერიოზულად იმოქმედა.
კერძოდ, დაწყებითი კლასის მოსწავლეებში დეპრესიის სიმპტომების სიხშირე და სუიციდის მცდელობები მნიშვნელოვნად გაიზარდა. კვლევა აშშ-ის სამედიცინო ასოციაციის აკადემიურ ჟურნალში, JAMA Network Open-ში გამოქვეყნდა.
მკვლევარებმა პანდემიამდე არსებული, ანუ ნოემბრის თვის მონაცემები მაისის მონაცემებს შეადარეს. ასევე, მათ მეოთხე და ზედა კლასების 1 241 მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობა გააანალიზეს. კვლევაში მონაწილეობას ანჰუის პროვინციაში, ქალაქ ჩინჯოუს (ამ რეგიონში კორონავირუსის შემთხვევები რაოდენობა მაღალი არ ყოფილა)
მცხოვრები ბავშვები იღებდნენ.
კვლევამ აჩვენა, რომ ნოემბერტან შედარებით დეპრესიული სიმპტომები ბავშვებში 19%-დან 25%-მდე იყო მომატებული. აგრეთვე, გაორმაგებული იყო სუიციდის მცდელობების სტატისტიკაც. კერძოდ, ნოემბრის თვეში აღნიშნული მაჩვენებელი 3%-ს, ხოლო მაისში უკვე 6,4%-ს შეადგენდა.
ამგვარი დინამიკა შფოთვის მქონე ბავშვებში არ დაფიქსირებულა.