შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ივანიშვილი აუცილებლად ჩაჯდება ციხეში"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 20 დეკემბერი 2018

მე, დიახაც, ამომეღება ხმა, იმიტომ, რომ ახლა ჩვეულებრივი ბანდიტები მოაჯდნენ საქართველოს და ერთადერთი ჩემი შეცდომა არის ის, რომ... მთავარი შეცდომა, თორემ შეცდომების მეტი რა არის, როცა საქმეს აკეთებ... მთავარი შეცდომა, რაც დავუშვი, არის ის, რომ ეს ბანდიტები მოაჯდნენ საქართველოს და, რა თქმა უნდა, ამაზე ბოდიში მაქვს მოსახდელი

მე ახლაც მინდა დავადასტურო, რომ პოლიცია და შეიარაღებული ჯარები უნდა აღმოჩნდნენ მოწოდების სიმაღლეზე და უკანონო ბრძანებას არ უნდა დაემორჩილონ. მათ უნდა დაიცვან კონსტიტუცია, მათ არ უნდა დაარღვიონ კანონი, ისინი უნდა იყვნენ საქართველოს სადარაჯოზე, საზოგადოებრივი წესრიგის სადარაჯოზე, მაგრამ, რა თქმა უნდა, როდესაც აძლევენ უკანონო ბრძანებას, ამისთვის დამორჩილება თავისთავად არის დანაშაული. ვინც ამ ბრძანებას აძლევს, იმან უნდა აგოს პასუხი. საბოლოო ჯამში, ივანიშვილი აუცილებლად ჩაჯდება ციხეში და საბოლოო ჯამში ის, ვინც შეასრულებს ამ ბრძანებებს, რა თქმა უნდა, მათაც გარკვეული პასუხისმგებლობა ამაზე ეკისრებათ. მე ეს მინდა დავადასტურო... დაუმორჩილებლობაზე კი არ არის საუბარი, აქ არის საუბარი დაუმორჩილებლობა უკანონო ბრძანებებისადმი"

"ტაბულა"

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია