კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სოფელ ველისციხეში სამედიცინო კარვები განთავსდა

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 19 სექტემბერი 2020

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში კორონავირუსის პრევენციისთვის სამედიცინო კარვები განთავსდა. 

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, სამედიცინო კარვებში მოსახლეობის თერმოსკრინინგი მიმდიმარეობს.

,, ვირუსის პრევენციისათვის სამედიცინო კარვები დგას ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში და გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში.

კარვებში ადგილობრივი მოსახლეობის თერმოსკრინინგი მიმდინარეობს, ხოლო ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში ჩატარდება ტესტირება”, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.

მისივე თქმით, დღევანდელი მდგომარეობით, კახეთში ექვსი კლასტერია ჩამოყალიბებული და კორონა ვირუსის 34 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია