პარლამენტის ახალი რეგლამენტის თანახმად, რომელიც ეთიკისა და გაცდენების საკითხებს დაარეგულირებს, ჩამოართმევენ თუ არა მანდატს დეპუტატ ნიკა მელიას, რომელიც როგორც საპრალმეტო უმრავლესობის უმეტესობა მიიჩნევს, გაცდენებში და პროვოკაციების მოწყობაში რეკორდსმენია, არ იცის უმრავლესობის წევრმა, ჯანდაცვის კომიტეტის თამჯდომარემ აკაკი ზოიძემ, თუმცა "რეზონანსთან" საუბარში განაცხადა, რომ ნიკა მელია მისი კომიტეტის წევრი იყო და ახალი რეგლამენტის ამოქმედებისთანავე კომიტეტიდან გავიდა, სავარაუდოდ, საფუძველი რომ არ გამხდარიყო მისი უფლებამოსილების შეჩერების.
"სანქციებისა და ჯარიმების მომხრე არავინ არის, მაგრამ დეპუტატს არ უნდა სჭირდებოდეს თავისი უფლებამოსილების შეხსენება და აქტიურად უნდა იყოს ჩართული საპარლამენტო მუშაობაში. სესიის განმავლობაში იყო რამდენიმე დეპუტატი, რომელიც არ დაესწრო სხდომების ნახავარზე მეტს, მათ შორის ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის დასამტკიცებლად ქვორუმი ვერ შედგა. პარლამენტმა მიიღო ახალი რეგლამენტი, რომელიც ეთიკისა და გაცდენების საკითხს დაარეგულირებს. გარდა ამისა რეგისტრაციასთან დაკავშირებით ამოქმედდა კონკრეტული სანქციები. იმედია, რომ არცერთ დეპუტატს ეს რეგლამენტი არ შეეხება.
"რაც შეეხება ნიკა მელიას, იგი ჩემი კომიტეტის წევრი იყო, მთელი ორი წლის განმავლობაში არცერთ სხდომას არ დასწრებია, ოჯახური მდგომარეობის გამო. ბოლოს შევშფოთდი კიდეც, რამე სერიოზული პრობლემა ხომ არ არის ნიკა მელიას ოჯახში მეთქი. ახლა როცა ამოქმედდეა ეს რეგლამენტი ნიკა მელია გავიდა ჯანდაცვის კომიტეტიდან, სავარაუდოდ მისი უფლებამოსილების შეჩერების საფუძველი რომ არ გამხდარიყო. რას ვიზამთ ეს მისი საქმეა, ამით ქართულ პარლამენტარიზმს არაფერი დააკლდება, ვფიქრობ უფრო მოიგებს" - განაცხადა აკაკი ზოიძემ.