შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გოგონა, რომელსაც გურიის რეგიონში კორონავირუსი პირველად დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 22 სექტემბერი 2020

 

გოგონა, რომელსაც გურიის რეგიონში კორონავირუსი პირველად დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მკვიდრ ახალგაზრდა ქალს, კორონავირსი დაახლოებით ერთი თვის წინ დაუდასტურდა. ეს იყო პირველი შემთხვევა, გურიაში კოვიდინფექციის დადასტურების.

ახალგაზრდა ქალი, სრულიად გამოჯანმრთელდა და ის საკუთარ სახლში დაბრუნდა, თავს შესანიშნავად გრძნობს.

ეს ინფორმაცია „გურიის მოამბეს“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელმა არჩილ მჟავიამ დაუდასტურა.

„დიახ პირველი კოვიდინფიცირებული გოგონა გურიის რეგიონიდან, ჩოხატაურის მკვიდრი, გამოჯანრთელდა. ის თავს შესაცნიშნავად გრძნობს და იმყოფება უკვე საკუთარ სახლში.“- გვითხრა მჟვიამ.

შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით გურიის რეგიონში კორონავირუსის 58 შემთხვევაა დადასტურებული.

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია