გორი-კარალეთის გზაზე, რესტორან ,,ნაჭარმაგევის" სიახლოვეს მომხდარი ავარია მსხვერპლით დასრულდა. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. ქვეითად მოსიარულე შუახნის მამაკაცი გზაზე გადადიოდა, რა დროსაც მას დიდი სისწრაფით მოძრავი ,,opel”-ის მარკის ავტომობილი დაეჯახა. შეჯახების შედეგად მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს- სამსხურის ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.