24 სექტემბერს, ბრიფინგი გაიმართა „ჩვენი საქართველო- სოლიდარობის ალიანსი"-ს 19 საარჩევნო შტაბში დევიზით- „დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი!
ბრიფინგს უძღვებოდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი, ლელა ნაცვალაძე, რომელმაც გურიის მაჟორიტარად ნინო შეწირული-გობრონიძე დაასახელა.
დეპუტატობის კანდიდატმა ისაუბრა იმაზე, რომ მისი ოჯახის წევრებს, ახლობლებს, მეზობლებს, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები თანხის შეთავაზებით, მათ მხარეს გადასვლას სთხოვენ.
ნინო შეწირული - ჩვენ დავეხმარეთ ძალიან ბევრ ადამიანს და ასე გავაგრძელებთ ყოველთვის. ეს არ იქნება წინასაარჩევნო დახმარება, ეს გაგრძელდება ნოემბერშიც და შემდეგ თვეებშიც.
ეს ბრიფინგი გაფრთხილება იქნება ჩვენი მხრიდამ, იმ ადამიანებისა, რომლებიც ფულით აპირებენ ამომრჩევლების მოსყიდვას, როგორც ეხლა ხდება, ჩემს ახლობლებთან, მეზობლებთან, ოჯახის წევრებთან. თუ გააგრძელებენ ასეთ საქციელს, მე აუცილებლად მორიგ ბრიფინგზე სახელითა დ გვარებით დავასახელებ მაგათ. სრულ სიას მოგაწვდით ამომრჩევლების მომსყიდველებისა.
ლელა ნაცვალაძე -ჩემი და ჩემი გუნდის მიზანია, დავეხმაროთ გაჭირვებულ ხალხს. მაგრამ, არა მანდატისთვის და ხმების მოსაპოვებლად, არამედ მათი პულსი უნდა გვეჭიროს ხელში და ისე უნდა ვზრუნავდეთ მათზე. დღეს კი მიდის ამომრჩევლების მოსყიდვა სხვადასხვა გზით - დიდი რაოდენობის თანხებით, საკვები პროდუქტებით, რომელიც 15-20 დღეა ტრაილერით ჩამოიტანეს და სასპორტო სკოლაში ინახება, ფაქტებიც იქვეა თვალხილულად, დაყრილი ბურღულეული, რაც ნებსმიერ ადამიანს შეუძლია დაინახოს. წინა ხელისფულებისგან არაფრით განსხვავდება დღევანდელი ხელისუფლება. მაგრამ განსხვავება ისაა, რომ ისინი ფაქტებს ისე აკეთბდნენ, რომ კვალსაც არ ტოვებდნენ, ესენი კი პირიქით,