აჭარის ტელევიზიაზე, ვახო ხუზმიაშვილის გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ სტუმრობისას, „სტრატეგია აღმაშენებელის“ წევრმა თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობისგან“ და მიხეილ სააკაშვილისგან მხარდაჭერის არგამოცხადება არსწყენია.
„მე არასოდეს არავის არაფერს არ ვთხოვ. არ ვარ გულდაწყვეტილი. ადამიანი, რომელიც არის პოლიტდევნილი და ქვეყანაში არ იმყოფება, ძალიან რთულია მისთვის პარტიის მართვა.
მე ის ვიცი, რომ ბატონ მიშასგან ჩემს მიმართ კარგის მეტი არაფერი მომისმენია, მათ შორის ამ პერიოდშიც. მაგრამ წყენით მე არავისგან არაფერი მწყინს“, – აღნიშნა ჩარკვიანმა.