გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კორონავირუსით გარდაცვლილ 55 წლის ქალს გულ-სისხლძარღვთა დაავადებები ჰქონდა, დაინფიცირებულთა 314 შემთხვევიდან კი 225 აჭარაში დადასტურდა

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 29 სექტემბერი 2020

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის ნონა ეფაძის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილი 33-ე პაციენტი, 55 წლის ქალია, რომელსაც თანმხლები დაავადებები ჰქონდა.

 

„პაციენტი რამდენიმე დღის წინ ჰოსპიტალიზებული იყო რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში. კლინიკაში შეყვანისთანავე მისი მდგომარეობა რთულად შეფასდა, რადგან სერიოზული თანხმლები დაავადებები ჰქონდა გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ. ყველა ღონისძიება გატარდა, მაგრამ სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა“, - განაცხადა ნონა ეფაძემ.

 

ასევე, ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევიდან, 225 აჭარაში დადასტურდა.

მარინა ენდელაძის განცხადებით, ქვეყანაში 25 კრიტიკულად მძიმე პაციენტია აქედან 22 მართვით სუნთქვაზეა.

 

„დაგვემატა 314 ახალი პაციენტი, გახდა 5866. გამოჯანმრელებულების რაოდენობა 270-ით გაიზარდა. მკურნალობას გადის 3542 კორონავირუსით ინფიცირებული. 25 კრიტიკულია, აქედან 23 მართვით სუნთქვაზე იმყოფება, 7 ოკუპირებული აფხაზეთიდან არის გადმოყვანილი. კვლავ აჭარა ლიდერობს და იქ 225 ინფიცირებულია, თბილისში - 35, იმერეთი-22, სამეგრელო ზემო-სვანეთი- 18, შიდა ქართლი- 9, სამცხე-ჯავახეთი- 3, გურია და ქვემო ქართლში თითო-თითო პაციენტი“,-განაცხადა ენდელაძემ.

 

რაც შეეხება თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს, მარინა ენდელაძის განცხადებით, კლინიკაში 28 ინფიცირებული მკურნალობს, მათ შორის 2 პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, ერთის მდგომარეობა კი კრიტიკულია.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია