კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კახეთში, ვენახებიდან ნახევარი ტონა საფერავის ჯიშის ყურძნის მოპარვის ფაქტზე 4 პირი დააკავეს

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 01 ოქტომბერი 2020

ყვარლის მუნიციპალიტეტში, ვენახებიდან ყურძნის ქურდობის მცდელობის ფაქტზე 4 პირი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 1-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ყვარლის მუნიციპალიტეტში, ვენახებიდან ყურძნის ქურდობის მცდელობის ფაქტზე 4 პირი დააკავეს.

სხვისი ქონების ქურდობის მცდელობის ბრალდებით დაკავებული არიან: 1993 წელს დაბადებული ვ.ზ. 1996 წელს დაბადებული ნ.ხ. 1986 წელს დაბადებული ბ.მ. და 1956 წელს დაბადებული მ.ბ. სამართალდამცველებმა ბრალდებულები იმ დროს დააკავეს, როდესაც მათ ღამით სხვის საკუთრებაში არსებულ ვენახებში ფარულად შეაღწიეს და საფერავის ჯიშის ყურძენს იპარავდნენ. პოლიციამ, დაახლოებით, ნახევარი ტონა საფერავის ჯიშის ყურძენი ნივთმტკიცებად ამოიღო“,-აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია