ქუთაისის მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტაკლი " ქარი ქრის ვერხვებში" წლის საუკეთესო სპექტაკლად აღიარეს.
საქართველოს თეატრალური საზოგადოების გრანპრი ნაცვლად 27 მარტისა შემოქმედებით ჯგუფს 27 სექტემბერს გადაეცემა, როდესაც თეატრი ახალ, საიუბილეო სეზონს გახსნის.
სპექტაკლის რეჟისორია ნინო მაღლაკელიძე, მსახიობები: ზვიად სვანაძე, სულხან გოგოლაშვილი, დავით როინიშვილი.